„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ზვიად ძიძიგურმა TV პირველის გადაცემაში „პირველები“ „ომეგა ჯგუფის“ საქმეს ოქუაშვილის და წინასაარჩევნო თემა უწოდა. ძიძიგურის თქმით, ეს არის წინასაარჩევნო თემა, რომელიც თავშივე იყო გადაწყვეტილი და ეს ოქუაშვილის განცხადებით გამოჩნდა, როდესაც მან განაცხადა, რომ არჩევნებში მხარს გრიგოლ ვაშაძეს უჭერს.
„მე ვფიქრობ ეს თემა, ოქუაშვილის თემას უფრო დავარქმევ, წინასაარჩევნო თემაა. არ მოგვწყინდება, არჩევნებამდე სულ იქნება ახალ-ახალი სერიალები, ახალ-ახალი კიდევ რაღაც სიახლეები წინასაარჩევნო დაძაბულობა რომ გამოიწვიოს, ამას ეხება, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. თვითონ სქემა, რომლითაც შემოგვთავაზეს, რომ საქართველოში ბიზნესს ატერორებენ და უნდათ ბიზნესის წართმევა და დაღუპვა და დაქცევა, სქემა არის ასეთი, რომ ხელისუფლება იმდენად შეაწუხა ტელეკომპანია „იბერიამ“, რომ ტელეკომპანიის დამფინანსებელ „ომეგა ჯგუფს“ დაესხა თავს და დაუწყო ფულის წართმევა, დატერორება და ა.შ. ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს იმ წუთიდან, რაც ეს ჩანაწერები გამოჩნდა, მაგალითად კითხვა არის ასეთი, როდინდელია ეს ჩანაწერი? - გაირკვა, რომ კარგა ხნის ჩაწერილია. მერე იყო კითხვა: ნამდვილია თუ არა, მერე პროკურატურამ 12 სექტემბერს დაიწყო საქმის მოკვლევა და ყიფიანი მხოლოდ გუშინ ვნახეთ დაკითხვაზე, მერე მთავარი ფიგურანტი ოქუაშვილი იძახის, რომ თვის ბოლოს ჩამოვა ჩვენების მისაცემად და შემდეგ გაირკვა, რომ დრომ გადაიწია და დარწმუნებული ვარ, შედეგს ვერც ვნახავთ - ეს ასეთი ტიპის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია ჩემის აზრით, ეს სადღაც ერთ თავში მოხარშული გეგმაა და როდესაც ბატონი ოქუაშვილი ბოლოს გამოვიდა დასკვნით „რუსთავი 2“-ზე და განაცხადა, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს უჭერს გრიგოლ ვაშაძეს, ამით ეს პოლიტიკური რაღაც გამოჩნდა“, განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.