„ევროპული საქართველოს“ ერთი-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია TV პირველის გადაცემაში „პირველები“ აცხადებს, რომ გავრცელებულმა აუდიოჩანაწeრებმა და ხელისუფლების წარმომადგენლების რეაქციამ აჩვენა, რომ ქვეყანაში არის ვერტიკალური კორუფცია, რომლის თავშიც ბიძინა ივანიშვილი დგას.
„ამ ჩანაწერებმა და ხელისუფლების რეაქციამ მასზე, გვაჩვენა, რომ არის ვერტიკალური, სისტემური კორუფცია დაწყებული პირველი პირიდან, იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ახლა სტატუსი აქვს პარტიის თავმჯდომარე, თავისი მინისტრებით და ბოლომდე ქვემოთ. კორუფციას როცა ვიძახი, არ ვგულისხმობ, რომ ივანიშვილი ჯიბეში იდებდა ფულს რაღაც კომბინაციიდან. კორუფცია არის, როდესაც მუშაობს ამ ტიპის შავი ფული, რითაც ბიზნესში შესვლა ხდება შესაძლებელი და შემდეგ წილების გაყოფა და აქედან ფული მისდის მმართველ პარტიას“, განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.