„მივაწოდე ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია „თიბისი“ ბანკიდან თანხის გატანის ეპიზოდთან დაკავშირებით“ - „ომეგა ჯგუფის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ნატო ჩხეიძის გამოკითხვა დასრულდა
05-10-2018, 22:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ომეგა ჯგუფის“ საქმეზე დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ სასამართლოს ჩვენება მისცა. როგორც გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჩხეიძემ განაცხადა, მან გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია საქმის ერთ-ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით, რომელიც „თიბისი“ ბანკიდან თანხის გატანას ეხება.

 

 

მისივე თქმით, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი მზად არის გამოძიებას დისტანციურად მისცეს ჩვენება და ითანამშრომლოს მასთან, თუმცა ფიზიკურად ის საგამოძიებო უწყებაში არ მივა. ნატო ჩხეიძე აცხადებს, რომ ზაზა ოქუაშვილის უსაფრთხოება დაცული არ არის, რის გამოც ის ამ დრომდე ლონდონში რჩება.

 

 

„მივაწოდე ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამ დიდ საქმეში ერთ-ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით და მნიშვნელოვანია სწორედ იმ მანქანის მარკა და ნომერი მანქანის. „თიბისი“ ბანკიდან თანხის გატანის ეპიზოდთან დაკავშირებით.

 

 

ზაზა ოქუაშვილი აპირებს რომ  საგამოძიებო უწყებასთან ითანამშრომლოს და მისცეს ჩვენება და მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე უპასუხოს. და გამოძიებისთვის მე ვფიქრობ მნიშვნელოვანია ზაზა ოქუაშვილის პასუხები და არა მისი ფიგურა. დაცული არ არის მისი უსაფრთხოება მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სრულიდ წესითა და კანონით არ ეხება ეს საკითხი, პირდაპირი მესიჯი მისცა ტელეეკრანის ეთერებიდან პროკურატურას თუ როგორ უნდა მოქცეულიყო“, განაცხადა ნატო ჩხეიძემ. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი