თამარ სხირტლაძე: ზურაბიშვილი არასოდეს ენას არავის უჩლიქავს, არასოდეს იტყუება და ცრუ დაპირებებს არ იძლევა
05-10-2018, 23:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„სალომე არის ძალიან პირდაპირი, არასოდეს ენას არავის უჩლიქავს, არასოდეს იტყუება, ცრუ დაპირებებს არ იძლევა, ვიცნობ მე მას. მე ადრე ვთქვი რომ სალომემ თუ რამე დაისახა მიზნად, ხმალამოღებული წავა წინ-მეთქი“,  ამის შესახებ საქართველოს სახალხო არტისტმა, მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობმა თამარ სხირტლაძემ განაცხადა.

 

 

კითხვაზე, გასარიყია თუ არა ყველა ის ადამიანი, ვინც სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს, მსახიობი ამბობს, რომ საკითხის ასე ფორმულირება მინიმუმ შეურაცხმყოფელია.

 

 

„ძალიან ვღიზიანდები, როდესაც მას შეურაცხყოფას აყენებენ. ამაზე დიდი შეურაცხყოფა რა უნდა იყოს?! ადამიანი ვერ იტყვის რომ ჩემს ცხოვრებაში მე რაღაც ცუდი ჩავიდინე და გასარიყი ვარ, ვარ მე გასარიყი ამ საზოგადოებიდან? როგორ შეიძლება ამის თქმა, მაშინ ეს დარბაზი აქ ვინც იყო გარიყონ ყველა“, განაცხადა თამარ სხირტლაძემ რუსთაველის თეატრში, სადაც პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საკუთარ მხარდამჭერებს შეხვდა.

 

 

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი სალომე ზურაბიშვილის დაფინანსების საკითხს „ფეისბუქზე“ გამოეხმაურა. როგორც ნიკა გვარამია წერს: „უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს, აფინანსებს ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება”. ამასთან, მისივე შეფასებით, ზურაბიშვილის ყველა მხარდამჭერი “მოღალატის გვერდში დამდგომი ხალხია”.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი