შალვა ნათელაშვილი: არაკაცი ლადო კახაძე დილარ ხაბულიანის მეშვეობით უშიშროებამ შემოგვიგდო როგორც ნაღდი ქალაქელი და ისე დავსვი საკრებულოს თავმჯდომარედ, თავი სიზმარში ეგონა... ახლა ბიძინას ჰამაკში ნებივრობს
06-10-2018, 08:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი 1990-იან წლებში მისივე თანაპარტიელის, შევარდნაძის პრეზიდენტობისას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, ლადო კახაძის შესახებ ამბობს, რომ იგი 1998 წელს დილარ ხაბულიანის მეშვეობით უშიშროებამ ჩანერგა „ლეიბორისტულ პარტიაში“, როგორც ნაღდი ქალაქელი და ისე გახადა საკრებულოს თავმჯდომარე, „თავი სიზმარში ეგონა“, დღეს კი კახაძე „ბიძინას ჰამაკში ნებივრობს“.

 


არაკაცი ლადო კახაძე 1998 წელს ჩვენივე ფრაქციის წევრის დილარ ხაბულიანის მეშვეობით უშიშროებამ შემოგვიგდო როგორც ნაღდი ქალაქელი და სახელოვანი გინეკოლოგი. ერთი წვეთი ოფლი არ დაუღვრია, ერთი თეთრი არ გაუღია ისე შევათრიე თბილისის საკრებულოში ჩემი სისხლით, თავგანწირვით და ისე დავსვი საკრებულოს თავმჯდომარედ, თავი სიზმარში ეგონა. ვფიქრობდი ამ უანგარობას დააფასებდა და მე თუ არა ქალაქს მაინც უერთგულებდა. მეტი არაა ჩემი მტერი. ერთ წელში პირდაპირ შევარდნაძის სარეცელში ისკუპა თავისნაირ ძალადყარაჩოხელ სულაძე-ქავთარაძესთან ერთად და სანაცვლოდ იმდენი ფართები, მიწები დაითრია შარდენიდან ვაკემდე, მისი შთამომავლობა უდავოდ მშვიდად იქნება. ასეთები იგივენი არიან მარად და მარად. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, რომ ახლა ბიძინას ჰამაკში ნებივრობს“, წერს ნათელაშვილი „ფეისბუქზე“.

 

 

ლადო კახაძემ 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი დამოუკიდებელ და მმართველი პარტიის მიერ სრულად მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, პარასკევს, ოფიციალურად დაუჭირა.

 


თუ სალომე ზურაბიშვილი მოღალატეა, მეც მოღალატე ვარ მასთან ერთად, – განაცხადა ექიმმა ლადო კახაძემ რუსთაველის თეატრში, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებთან შეხვედრისას.

 

 

კომენტარები: 2
#2   ნონა
      
ეს მართლა ქვეყნის მასხარა შალიკია!
6 ოქტომბერი 2018 15:18
#1  marina
      
SHALVA ❤❤❤❤❤❤
6 ოქტომბერი 2018 06:38
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი