თბილისის მერის განცხადებით, სტიქიით დაზარალებული ოჯახები კატეგორიებად დაიყოფიან და კომპენსაციას ამის მიხედვით მიიღებენ
01-07-2015, 02:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სტიქიით დაზარალებული ოჯახებისათვის ზიანის ანაზღაურების შესახებ სპეციალური დოკუმენტი თბილისის საკრებულოს განსახილველად დღეს გადაეგზავნება. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


როგორც დავით ნარმანიამ სხდომაზე აღნიშნა, ბოლო დღეებში აღნიშნულთან დაკავშირებით ოპონენტების მხრიდან რადიკალურად განსხვავებული ინფორმაციები ვრცელდება. ნარმანიას თქმით, ყველა დაზარალებულ ოჯახს ზიანი აუნაზღაურდება და ხელისუფლება მათ გვერდით დაუდგება, როგორც ეს მოხდა სტიქიის პირველი წუთებიდან.


თბილისის მერის თქმით, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ზიანის ასანაზღაურებლად მომზადდა სპეციალური წესი, რომლითაც მოხდება კომპენსაციის განსაზღვრა. ამ წესის თანახმად, გამოიყო ორი კატეგორია, პირველს მიეკუთვნებიან ის ოჯახები, რომელთა სახლები ადიდებულმა მდინარემ წაიღო, ან სახლებმა ისეთი დაზიანება მიიღო, რომ ლაბორატორიული შემოწმების თანახმად, მათი გამაგრება შეუძლებელია. ნარმანიას განცხადებით, ასეთი კატეგორიების ოჯახებისათვის საცხოვრისის უზრუნველსაყოფად გაიცემა ფულადი კომპენსაცია ფართის საშუალო საბაზრო ღირებულების მიხედვით.


თბილისის მერის თქმით, მეორე კატეგორიას მიეკუთვნებიან ის ოჯახები, რომელთაც საცხოვრებლები შეკეთებას ექვემდებარება. ნარმანიას თქმით, აღნიშნული წესის თანახმად, ამ სახლების ფართის რემონტი გამგეობებმა უნდა უზრუნველყონ. ასეთ ოჯახებს ასევე გადაეცემათ საოჯახო ნივთების პაკეტი, დღევანდელ პირობებში რაც ოჯახს სჭირდება. ნარმანიას ინფორმაციით, ასევე გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ეს ოჯახები ერთჯერადად კომპენსაციას მიიღებენ.


"წესში ყველაფერი მკაფიოდ და ნათლად არის გაწერილი. უმჯობესი იქნებოდა ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები დალოდებოდნენ ამ წესის მიღებას და ამის შემდეგ გაეკეთებინათ განცხადება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი