ლადო კახაძე: დიახაც, მხარი უნდა დავუჭიროთ იმ ასულს, რომელიც, თუ რამე იქნება, მანდილჩასაგდები სიტუაცია, მასზე უკეთ ამას ვერავინ შეძლებს
06-10-2018, 08:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თუ სალომე ზურაბიშვილი მოღალატეა, მეც მოღალატე ვარ მასთან ერთად, – განაცხადა ექიმმა ლადო კახაძემ რუსთაველის თეატრში, დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებთან შეხვედრისას.

 

 

„ვიფიქრე, როგორ დამეწყო ჩემი დღევანდელი სიტყვა და ძალიან ადვილად – უფლის ნებით, დედის სხეულგამოტარებულო სიყვარულის ნაყოფო, თქვენ მინდა, მოგესალმოთ, დედის სხეულგამოტარებულნო, ხაზს ვუსვამ, უპირატესნო. ქალთან ახლოს ვერავინ მივა, ვერასოდეს. ცოტა ხნის წინ, აქ იდგა შესანიშნავი ასული, რომელიც თქვენ მოგმართავდათ, იქ ვიჯექი და თავში გამიელვა, მანქანის სწორად და უსაფრთხო ტარებისათვის საქარე მინაზე წინმსვლელ მანქანას უკანა ხედვის სარკე აქვს, რა ადვილია ისეთი მანქანის ტარება, სადაც ისეთი უკანა ხედვის სარკე იყო, როგორიც ამ დიდებულ ასულს ჰქონდა, ის სასწაული წარსული, როცა უკან გაიხედავს იმას ხედავს. რატომ მოდის? რა უნდა თქვენთან? რა უნდა მეზობლებთან, მტერ-მოყვარესთან? ერთ ქართველ, კლასიკოს პოეტს ასე აქვს დამთავრებული ერთი ლექსი, ჰამლეტის არ იყოს, „შესული ხანში ვაწებებ ჟამთა სვლის გაწყვეტილ კავშირს“ – დიახ, ამ გაწყვეტილი კავშირის აღსადგენად, დასაწებებლად მოდის. თუ ის მოდის, მეც მასთან ვარ, თქვენც მასთან ხართ და სრულიად საქართველო შიგნით და გარეთ, ყველა მასთან არის, რადგან ჩვენ გვინდა აღდგენა, გატეხილი პირობების გამთელება, ღირსეული გაგრძელება მემკვიდრეობის, ეს იმ საქართველოს სჭირდება, რომელმაც იცის ქალის ფასი, დედის ფასი, შვილის ფასი, მეუღლის ფასი.

 


გამოსვლისას ქალბატონმა სალომემ აღნიშნა, რომ არაფერს ვკითხულობ გამოსვლისასო და ეს შესანიშნავი რამ არის, რადგან შენ შეგიძლია ანალიზი, სიტყვების გადაწყობა, ამ დროს არ ტყუი, გრიმი არ გჭირდება, როდესაც ნიღაბი არ გიკეთია, ადვილია ასეთ დროს ლაპარაკი. თუ ის მოღალატეა, მეც მოღალატე ვარ მასთან ერთად, თქვენც მოღალატეები ხართ. მის პასუხად ჩემს პასუხს გეტყვით, 2000 წლის წინ ნათქვამ სიტყვებს დავიხმარ: „რასაც არ კრძალავს კანონი, კრძალავს წესიერება, შენ რომ კანონი იმის უფლებას გაძლევდეს რაც გინდა გააკეთო, შენმა წესიერებამ ეს არ უნდა გაგაკეთებინოს“. მათ აქვთ უფლება, დაწერონ ყველაფერი, წესიერებაზე რა მოგახსენოთ. ვისთვის უნდა დაგვეჭირა მხარი თუ არა ქალბატონი სალომესთვის. დიახაც, მხარი უნდა დავუჭიროთ იმ ასულს, რომელიც, თუ რამე იქნება, მანდილჩასაგდები სიტუაცია, მასზე უკეთ ამას ვერავინ შეძლებს. გახსოვთ სიტყვები? „მეფე ერეკლეს მეზარბაზნეები არა ჰყავსო? გვყავს ბატონებო მეზარბაზნეები, გვყვავს ბატონებო.

 


და ბოლოს, 28 ოქტომბერს, ძალიან გთხოვთ, ქალბატონო სალომე, თქვენი გამარჯვებით მომილოცეთ ჩემი დაბადების დღე“, განაცხადა ლადო კახაძემ, როგორც ამას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ იტყობინება.

 

 

კომენტარები: 1
#1   mamuka
      
ar gvchirdeva zurabashvili ar gcgrideba qveynis mtrebi mogalateebi
7 ოქტომბერი 2018 00:58
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი