რობერტ სტურუა: მაქვს შეგრძნება, რომ ჩვენ დაგვეუფლნენ ქაჯები, საქართველო წარმოადგენს ქაჯეთის ციხეს და ის სამი ვაჟკაცი არ ჩანს და დაე, ქალებს მივცეთ ეს უფლება
06-10-2018, 09:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მაქვს შეგრძნება, რომ ჩვენ დაგვეუფლნენ ქაჯები, საქართველო წარმოადგენს ქაჯეთის ციხეს და ის სამი ვაჟკაცი არ ჩანს და დაე, ქალებს მივცეთ ეს უფლება, – განაცხადა რეჟისორმა რობერტ სტურუამ რუსთაველის თეატრში, დამოუკიდებელი და „ქართული ოცნების“ მიერ სრულად მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრაზე. 

 


„ძვირფასო მეგობრებო, ვიდრე ვიტყოდე იმას, რის გამოც გამოვედი აქ, რომ ხმა უნდა მივცეთ არაჩვეულებრივ ქალს. მინდა, ბოდიში მოვუხადო სალომე ზურაბიშვილს იმ უზრდელი პოლიტიკოსების გამო, რომლებიც ასეთ შეურაცხყოფას აყენებენ ამ ბოლო დროს. ჩემთვის ეს მიუღებელია. თითქოს ქართველმა დაკარგა რაინდული სული და მე მრცხვენია ზოგჯერ. ვიცი, რომ სალომე ზურაბიშვილი გაიზარდა ისეთ ოჯახში, რომ მას საქართველო წარმოედგინა რაღაც იდეალურ ქვეყნად. აღმოჩნდა, რომ ეს იდეალური ქვეყანა დაამახინჯეს, უნდა ვაპატიოთ და ალბათ თქვენ აპატიებთ კიდევაც იმ უგუნურ პოლიტიკოსებს, საშინელი სიტყვების გამო. მე უბრალოდ მიხარია ის, რომ პირველად ჩვენი ქვეყნის სათავეში იქნება ქალი, რომელიც განათლებულია და განათლება მიიღო იმ ქვეყანაში, რომელიც ითვლება დიპლომატიის მშობლად და ძალიან დიდი გამოცდილება აქვს მსოფლიო პოლიტიკაში. მომბეზრდა ბოლოს და ბოლოს არაპროფესიონალები, რომლებიც გვაზიან თავზე და რატომღაც დაჩემებული აქვთ, რომ იციან როგორ მართონ ქვეყანა. ვინ შთააგონა მათ, მშობელმა, მეზობელმა, თუ ვინ, ვერ გაიგებთ, ყველას უნდა იყოს ბელადი. ასე არ გამოდის, ბელადისთვისაც ბევრი რამ არის საჭირო.

 


„ასეთი რამ მაქვს გაგებული, რომ როდესაც სალომე იყო მთავრობაში და წავიდა მთავრობიდან, მან თქვა, რომ ქაჯები ხართო. ძალიან მომეწონა ეს, არ ვიცი ლეგენდაა თუ სიმართლე, მაგრამ მე მაქვს შეგრძნება, რომ ჩვენ დაგვეუფლნენ ქაჯები, საქართველო წარმოადგენს ქაჯეთის ციხეს და ის სამი ვაჟკაცი არ ჩანს და დაე, ქალებს მივცეთ ეს უფლება. ქალბატონო სალომე ვიცი, ბოლოს ყველაფერი კარგად დამთავრდება, ვიცი, ის რომ თქვენ ისეთი ოჯახიდან ხართ, რომ თქვენ საქართველო ნამდვილად, ნაღდად გიყვარს და არა ისე, რომ ელოდებიან რაღაც გამორჩენას ამ უბედური ხალხისაგან“, განაცხადა სტურუამ, როგორც ამას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ იტყობინება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი