ჩემი გაპრეზიდენტებისთანავე, შეიარაღებული ძალები დაბრუნდებიან კონფლიქტის ხაზზე და თუ ვინმე გაბედავს საქართველოს მოქალაქის გატაცებას, მის დაპატიმრებას, ის იქნება ადგილზე ლიკვიდირებული ან დაპატიმრებული, - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა ხუთშაბათს, თელავში მის მხარდამჭერებთან შეხვედრისას.
„მე ახლა მოვდივარ ცხინვალის რეგიონიდან, ხურვალეთიდან, საიდანაც გაიტაცეს ქალბატონი, გადაატარეს მავთულხლართებს და დააპატიმრეს ცხინვალის იზოლატორში. ვნახე, დასერილი, გულდასერილი საქართველო კიდევ ერთხელ, იმ სოფლის სახით; ვნახე გავლებული მავთულხლართი ნაკვეთებზე... სასაფლაო წაღებულია იქით, სალოცავი ტაძარი წაღებულია იქით, აქეთ დარჩენილია დანაღვლიანებული, თვალცრემლიანი ხალხი, თუმც იქიდანაც ასევე ნაღვლიანად იყურებოდნენ ჩვენი ძმა ოსები. ჩვენ, აუცილებლად, ისევ შევერთდებით. შეუძლებელია ძმების გაყრა და გაყოფა, მაგრამ შეერთებამდე, მე მინდა კიდევ ერთხელ გამოვუცხადო საქართველოს და რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას, როგორც მოქალაქემ, როგორც პოლიტიკურმა ლიდერმა, როგორც ამ ეტაპზე, პრეზიდენტობის კანდიდატმა - ჩემი გაპრეზიდენტებისთანავე, შეიარაღებული ძალები, სპეცრაზმები, სნაიპერები, დაბრუნდებიან კონფლიქტის ხაზზე და თუ ვინმე გაბედავს საქართველოს მოქალაქის გატაცებას, სველი თითის დადებას, მის დაპატიმრებას, ის იქნება ადგილზე ლიკვიდირებული ან დაპატიმრებული და მერე რამდენიმე ტყვიით შუბლდამშვენებული რომ წავა ზონიდან, მერე ვეღარ გაბედავენ მამულებში და სახლებში ხალხის დაჭერას და ცხინვალში წაყვანას“, განაცხადა ნათელაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ „კახეთი 28 ოქტომბერს ბახტრიონზე ააფრიალებს გამარჯვების დროშას, რაც იქნება ოლიგარქიული რეჟიმის დასასრული“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.