ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში შიდა სასოფლო გზის აღდგენითი სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა, მეორე ეტაპი კი, 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყება.
როგორც GUARDIAN.GE-ს ონის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, თეიმურაზ გრძელიშვილმა განუცხადა, პროექტის ფარგლებში, გზის 2-კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი და სანიაღვრე სისტემა მოეწყო.

სოფელ ღარში მდინარე ღარულაზე ასევე მოეწყო ორი საფეხმავლო ხიდი. სამშენებლო სამუშაოებზე, რომელიც აგვისტოს ბოლოს დასრულდა, დაახლოებით, 60 000 ლარი დაიხარჯა.

„წელს, დავასრულეთ ღარის გზის აღდგენის პირველი ეტაპის სამუშაოები, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდიდან, დაახლოებით, 800 000 ლარით დაფინანსდა. მეორე ეტაპი დაიწყება მომავალი წლის გაზაფხულზე. სამუშოების დასრულების შემდეგ, სოფელი ღარი მთლიანად ასფალტირებული იქნება. რაც მთავარია, სოფელში ყველანაირი მიწისქვეშა კომუნიკაცია, როგორც წყლის, ასევე საკანალიზაციო, მოწყობილია და ამ მხრივ, შემდგომ ასფალიტირების სამუშაოების წარმოებას ხელს არაფერი შეუშლის.

სოფელში მოეწყო ასევე ორი საფეხმავლო ხიდი - მოსახლეობა ხიდების საშუალებით სახნავ-სათეს სავარგულებს დაუკავშირდება. ხიდების მოწყობა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა", განუცხადა თეიმურაზ გრძელიშვილმა GUARDIAN.GE-ს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.