„ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა ხუთშაბათს, თელავში მის მხარდამჭერებთან გამართული შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველოს საელჩოები და საკონსულოები გადაქცეული არიან ივანიშვილის „დანაშაულებრივი რეჟიმის პროპაგანდისა და მხარდაჭერის ცენტრებად“ და საარჩევნო სიებში არ შეჰყავთ ქართული ემიგრაციის ის წარმომადგენლები, რომლებიც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად არიან განწყობილი.
ნათელაშვილი საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი დიპლომატების წინააღმდეგ გამოდის და ამბობს, რომ ისინი საღამოობით, ბიუჯეტის ხარჯზე, „სტეიკობითა და კოფე-ბრეიკობით“ იქცევენ თავს და ამის ერთ-ერთ მაგალითად მას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის პრესსამსახურის უფროსი და ამჟამად, საქართველოს ელჩი გაეროში, კახა იმნაძე მოჰყავს, რომელიც, ნათელაშვილის თქმით, ნიუ იორკში, „ყოველ საღამოს, ყველაზე ძვირი სტეიკის რესტორანში იხდის ბიუჯეტის ხარჯზე“.
„იციან, რომ ისინი ხმას არ მისცემენ ხელისუფლებას და ვინც ხმას არ აძლევს, რად უნდათ ისინი, ისინი მათი მტერია ხომ? მარტო მათთვის ხმის მიმცემებია, მათი მეგობრები და მათთვის სასურველი სუბიექტები სიებში. საქართველს ყველა საელჩო და საკონსულო ჩემი პრეზიდენტობის დროს გადაიქცევა ქართველი კაცის უფლებების დაცვის ცენტრად. დამთავრდება ეს ‘სტეიკობა და კოფე-ბრეიკობა’ საღამოობით, რითაც ჩვენი დიპლომატები არიან დაკავებული და მინდა გითხრათ, რომ გაეროში საქართველოს წარმომადგენელი გახლავთ შევარდნაძის ყოფილი პრესცენტრი, ბატონი იმნაძე, რომელსაც ერთხელ არ მოუთხოვია გაეროს საგანგებო სხდომის მოწვევა უშიშროების საბჭოსი, აი, იმ მკვლელობებზე, იმ უბედურებებზე, რაც ჩვენ თავს დაგვატეხეს და როგორც ნიუ იორკში მითხრეს, მას ძალიან ჰყვარებია სტეიკი და ყოველ საღამოს, ყველაზე ძვირი სტეიკის რესტორანში იხდის ბიუჯეტის ხარჯზე. ჩემი გაპრეზიდენტება დაამთავრებს თქვენი შრომის და ჩვენი ბიუჯეტის გამოყენებას სტეიკებისათვის, ჯიპებისათვის სასახლეებისთვის და დაუმსახურებელი პრემია-ხელფასებისათვის“, განაცხადა ნათელაშვილმა და დაამატა, რომ „კახეთი 28 ოქტომბერს ბახტრიონზე ააფრიალებს გამარჯვების დროშას, რაც იქნება ოლიგარქიული რეჟიმის დასასრული“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.