სისხლიანი დაპირისპირება „დრიმ თაუნში“ - საცხოვრებელი კომპლექსის დაცვის თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს.
შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.
19 წლის ბიჭი, რომელსაც ყელის და შუბლის არეში 3 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, თვითმხილველების თქმით, დაჭრას წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება დაცვის თანამშრომელსა და ადგილობრივ მცხოვრებს შორის, ჩხუბი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც დაცვამ მას მანქანის მისთვის სასურველს ადგილზე გაჩერების უფლება არ მისცა.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა, სამართალდამცველებს სავარაუდო ბრალდებული ჯერ არ დაუკავებიათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.