ნინო ბურჯანაძე: რუსეთის ჯარის საქართველოდან გაყვანა რომ ზურაბიშვილის დამსახურებაა, ძალიან მამაცი ტყუილია
06-10-2018, 12:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „7VS1“ განაცხადა, რომ  რუსეთის ჯარის საქართველოდან გაყვანა რომ  ზურაბიშვილის დამსახურებაა, ძალიან მამაცი ტყუილია. 

 

 

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე იხსენებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ პროცესს, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი წამოეწია, თუმცა მისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ჯარის გადაადგილებაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა.

 

 

„ლავროვის დამსახურებაა ახლა, რუსეთის ჯარი ოსეთში და აფხაზეთში რომ დგას?! საგარეო საქმეთა მინისტრებს არც შემოჰყავთ ჯარები და არც გაჰყავთ! საგარეო საქმეთა მინისტრებს რაღაცას ავალებენ და ამას აკეთებს. ქალბატონ სალომეს რომ ეთქვა, რომ მე დიდი წვლილი შევიტანე რუსეთის ჯარების გაყვანაში, მას დავეთანხმებოდი, წვლილი შეიტანა, თუმცა არა დიდი, მაგრამ ის, რომ ზურაბიშვილის დამსახურებაა რუსეთის ჯარის საქართველოდან გაყვანა, რბილად რომ ვთქვა ძალიან მამაცი ტყუილია.

 

 

პირველი მოლაპარაკება შედგა 1994 წელს, სადაც ხელი მოაწერეს საქართველოსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა. მეორე მოლაპარაკება შედგა 1995 წელს, შემდგომ 1999 წელს სტამბულში ეუთოს სამიტზე მოლაპარაკება შედგა, სადაც ხელი მოაწერა შევარდნაძემ, კლინტონმა, დემირელმა და 30 პრეზიდენტმა, რომ ეს ჯარები უნდა გასულიყო. მერე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები უკვე გრაფიკის დადგენაზე, რადგან რუსები ითხოვდნენ 2015-20 წლამდე ჯარების დატოვებას და ჩვენი პოზიცია იყო 2005-10-წლამდე დატოვება. ამ პროცესს წამოეწია ქალბატონი სალომე, რომელიც არც 1994 და არც 1999 წელს არამცთუ საქართველოში არ იყო, საერთოდ ევროპაში და რუსეთში არ იყო და მე მგონი ჩადში იყო მესამე მდივანი საელჩოში“, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

კომენტარები: 1
#1   Zoro
      
ეს ქალი მოქკავშირულ-კრემლისტურ ტყუილებს მიჩვეულია და ჰგონია ყველას ატყუებს? სალომე ზურაბაშვილმა გაიყვანაო არავის უთქვამს არამედ ითქვა რომ მონაწილეობა მიიღო როგორც იმ პერიოდის სახელმწიფო მოხელემ რაშიც თავისი წვლილი შეიტანა როგორც ყველამ - აი ეს ითქვა!

ეს ქალი მოქკავშირულ-კრემლისტურ ტყუილებს მიჩვეულია და ჰგონია ყველას ატყუებს? სალომე ზურაბაშვილმა გაიყვანაო არავის უთქვამს არამედ ითქვა რომ მონაწილეობა მიიღო როგორც იმ პერიოდის სახელმწიფო მოხელემ რაშიც თავისი წვლილი შეიტანა როგორც ყველამ - აი ეს ითქვა! და მე თუ მკითხავთ ეს მართლაც ძალზე მნიშვნელოვანი ისტორიული პოზიციაა...
6 ოქტომბერი 2018 09:20
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი