სამშენებელო კომპანია „სვეტის“ დამფუძნებელმა, გივი ჯიბლაძემ დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე „შაბათის კურიერს“ ინტერვიუ მისცა, სადაც ის ხელისუფლებას ტერორში და ფულის გამოძალვაში ადანაშაულებს. მისი თქმით, თბილისის მერი კახა კალაძე მერად არჩევის შემდეგ ცდილობდა, რომ მისთვის ბიზნესი წაერთმია.
„ერთხელ გატაცების მსხვერპლიც გავხდი... კალაძე შეეცადა, როცა ქალაქის მერი გახდა, აეხია ეს ბიზნესი... ჩვენ ხომ არ ვართ პირველი მაგალითი ან ზაზა ოქუაშვილი ... ჩვენი პარტნიორი წავიდა წინააღმდეგი, რომ მე კალაძეს ფულს არ გავაკეთებინებ, აქედან დაიწყო ყველაფერი. ვუყურებდი ომეგა ჯგუფის საქმეს და ბევრ დეტალში ჩემი საქმე მახსენდებოდა“, განაცხადა ჯიბლაძემ შაბათის კურიერთან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.