სერგი კაპანაძე: „ქართული ოცნება" და მისი საპრეზიდენტო კანდიდატი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ პირდაპირ ტოტალურ შტურმზე არიან გადასული
06-10-2018, 13:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი გამოსვლის საპასუხოდ განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“, ისევე როგორც მისი საპრეზიდენტო კანდიდატი, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ პირდაპირ ტოტალურ შტურმზე არიან გადასული.

 

 

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, რომელსაც მხარს „ქართული ოცნება“ უჭერს, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ დღევანდელ მსოფლიოში არასამთავრობოები ქალების დასაცავად ძლიერად გამოდიან, საქართველოში კი კონტექსტიდან ამოვარდნილი სიტყვებით ილაშქრებენ მის წინააღმდეგ.

 

 

როგორც სერგი კაპანაძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილის პოზიციებს არ იზიარებენ არამხოლოდ ოპოზიციური პარტიები, არამედ – არასამთავრობო ორგანიზაციები.

 

 

„ის, რომ ქალბატონი სალომე ცდილობს, ამოეფაროს ქალის საკითხს, რომ ვითომ მას არ იცავენ, არასერიოზულია. მან დაიმსახურა კრიტიკა, რადგან ქსენოფობიური განცხადებები გააკეთა, რომლებიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ვნებს“, განაცხადა სერგი კაპანაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი