საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ განაცხადა, რომ წინასაარჩევნო კამპანია არ მიმდინარეობს იმ ფორმით, როგორც ვისურვებდი რომ წარმართულიყო, არის ძალიან ბევრი ნეგატივი და შეურაცხყოფა, რომელიც კამპანიის ნაწილად იქცა.
მისი თქმით, ქვეყანაში სხვაგვარი პოლიტიკური კულტურა უნდა დამკვიდრდეს, რაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ვერ მოხერხდება, თუმცა მთავრობა ამაზე მომავალი არჩევნებისთვის იზრუნებს.
„ეს არის პოლიტიკური გარემოს პოლარიზების ბრალი, რომელშიც დიდი წვლილი აქვთ პოლიტიკურ აქტორებს. გარდა ამისა, სამწუხაროდ, მედია გამოიყენება როგორც ინსტრუმენტი ამ დაპირისპირების გაღვივებაში. სამწუხაროდ, მთელი საზოგადოება პოლარიზებულია. მე არ მინდა, ასეთი ურთიერთდაპირისპირების მსხვერპლი დიდხანს ვიყოთ. საქართველოს მომავლისთვის აუცილებელია, რომ ეს გადავლახოთ და პოლიტიკური ცხოვრების სხვა ეტაპზე გადავიდეთ. ვერც მესამე სექტორი, ვერც კერძო სექტორი საზოგადოებისგან იზოლირებული ვერ იქნება, ჩვენი საზოგადოება ძალიან პოლარიზებულია და ამას ხელი არ უნდა შევუწყოთ“, განაცხადა თამარ ხულორდავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.