„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა საქართველოს მოსახლეობას თბილისობის დღესასწაული მიულოცა.
შალვა ნათელაშვილის განცხადებით, 28 ოქტომბერს ოლიგარქიული მმართველობა დასრულდება. მისი თქმით, მომავალ თბილისობას ქართველი ხალხი გაერთიანებულ საქართველოში შეხვდება.
„ყველას გილოცავთ თბილისობის დღესასწაულს. იმედი მაქვს, რომ მეორე თბილისობისთვის ისევე გავაძევებთ კალაძესა და ივანიშვილს დედაქალაქიდან, როგორც დიდმა დავით აღმაშენებელმა გააძევა აქედან არაბი ამირა და მათ შიდა და გარე ოკუპანტებს მივაყოლებთ“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.