პარლამენტში საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა გაიხსნა. შეხვედრას მოლდოვის და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეები ესწრებიან.
მთავარი საკითხები რუსეთიდან მომავალი საფრთხეები, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება და კრემლის ანტიდასავლური პროპაგანდაა.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას თქმით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება ნატო-სა და ევროკავშირის როლზე. მან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხზე ისაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.