„ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მზად არის, არასამთვრობო ორგანიზაციებს შეხვდეს.
ზურაბიშვილის თქმით, სამოქალაქო სექტორმა რეაგირება უნდა მოახდინონ იმ სიძულვილის ენაზე, რაც ქალი პრეზიდენტობის კანდიდატის მიმართ გამოითქმის.
„ალბათ, საჭიროა, როცა არასამთავრობოები ეხმაურებიან კამპანიას, ჯერ ერთი, როცა სიძულვილის სიტყვებია ქალზე ნათქვამი, რომ ის ვინც იცავს ქალთა უფლებებს, ამაზე რეაქცია გააკეთოს და ეს რეაქცია არ გამიგია. მეორე მხრივ, მგონი, როცა საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს და არის გაკეთებული, ეს კრიტიკა არ არის, ეს პირდაპირ ცილისწამებაა, როცა ამას არ აქვს საფუძველი. მზად ვარ, შევხვდე არასამთავრობო ორგანიზაციებს იმიტომ, რომ მე არათუ დიდ პატივს ვცემ საერთოდ არასამთავრობო სექტორს, მაგრამ როგორც პრეზიდენტს, დამჭირდება მათთან ურთიერთობა“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.