ნიკოლოზ ვაშაკიძე: უნდა ველოდოთ უმსგავსო პროვოკაციას, დეზინფორმაციას, ცილისწამებას, ჭორებს ჩვენი კანდიდატის წინაღმდეგ
06-10-2018, 16:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„საზოგადოებრივი მოძრაობა ახალი ერთობა საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა, ნიკოლოზ ვაშაკიძემ, მოსახლეობას ლანჩხუთში მიმართა, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამომრჩევლებს ხვდება. ვაშაკიძემ განაცხადა, რომ ალბათ, ხედავთ, რომ კამპანია ბინძურ სტადიაში შედის.

 

 

ვაშაკიძის თქმით, წინასაარჩევნოდ შესაძლოა, „ძალა ერთობაშია“-ს კანდიდატის მისამართით დეზინფორმაციები გავრცელდეს.ნიკოლოზ ვაშაკიძემ საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში გრიგოლ ვაშაძის მიღწევებზე ისაუბრა.

 

 

„უნდა ველოდოთ უმსგავსო პროვოკაციას, დეზინფორმაციას, ცილისწამებას, ჭორებს, რომელსაც ჩვენი კანდიდატის წინაღმდეგ ააგორებენ. ამიტომ მოგიწოდებთ, რომ დააკვირდეთ ფაქტებს და არა ჭორებს და გადაწყვეტილება მივიღოთ იქიდან, ვის რა უკეთებია და ვის რისი გაკეთება შეუძლია.

 

 

მინდა, იცოდეთ, რომ საქართველო მოექცა მძიმე იზოლაციაში, როდესაც 2008 წლის ომი დამთავრდა, ყველამ კი დაგმო ეს აგრესია, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება გასაგები მიზეზების გამო, არ უნდოდათ. ერთი წლის მანძილზე არცერთი მაღალი დონის ვიზიტი საქართველოში, არცერთი ჩვენი ვიზიტი გარეთ, სრული იზოლაცია ჩვენი დიპკორპუსის, ამ დროს საბედნიეროდ საგარეო უწყების სათავეში მოდის ბატონი გრიგოლი და სასწაული ხდება, ყველა მსხვილი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი რამდენიმე თვეში ხდება მისი მეგობარი და ის ახერხებს, რომ ამ უმწვავეს პრობლემებს ტელეფონის ზარით წყვეტს“, განაცხადა ვაშაკიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი