პაატა ბურჭულაძე: სალომე ზურაბიშვილი არ არის ქართველი, მან საქართველო იცის მოყოლით
06-10-2018, 16:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მსოფლიო ბანმა, საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ, განაცხადა, რომ „თუ ვინმეს კიდევ აქვს იმის ილუზია, რომ შეიძლება, ოცნებამ თავის კანდიდატი, ქალბატონი სალომე გაიყვანოს, ეს არის დიდი უკუსვლა და მე არ ვუსურვებ საქართველოს“.

 


გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ლანჩხუთის მოსახლეობას ხვდება. ბურჭულაძე შეხვედრის დროს „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასში რაიმე დადებითის პოვნა უჭირს.მსოფლიო ბანმა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის შესახებაც ისაუბრა.

 

 

„ამ არჩევნებში ჩვენ ორი დიდი საქმე გვაქვს გასაკეთებელი და ერთდროულად შეგვიძლია ამის გაკეთება. ერთი, უკუსვლის გაჩერება და მეორეა წინსვლა. განვმარტავ, რას ნიშნავს უკუსვლა. თუ ვინმეს კიდევ აქვს იმის ილუზია, რომ შეიძლება, ოცნებამ თავის კანდიდატი, ქალბატონი სალომე გაიყვანოს, ეს არის დიდი უკუსვლა და მე არ ვუსურვებ საქართველოს იმიტომ, რომ ძალიან მინდოდა, რაღაც დადებითი მენახა ამ კანდიდატში. ის არის ქართველი? არ არის ქართველი. მან საქართველო იცის მოყოლით. ის ვერ მეტყველებს ქართულად, ვერ გვაგებინებს, რა უნდა. ის არ არის პატრიოტი ამ ქვეყნის იმიტომ, რომ მან თქვა, რომ ჩვენ დავუწყეთ ომი რუსეთს და ჩვენ დავბომბეთ ჩვენი ხალხი.

 


ეს უკუსვლა უნდა მორჩეს და იმ ადამიანებს, ვისაც აქვს ამის ილუზია, რომ შეიძლება, რამე მოხდეს, გადახედეთ მის ბიოგრაფიას და მიხვდებით, რომ ვერ მონახავთ ხელის მოსაკიდებელს, სად შეიძლება, დავეხმაროთ იმ ქალბატონს და მივცეთ ხმა. ამიტომ უნდა დავფიქრდეთ. წინსვლა არის, როდესაც ჩვენ ავირჩევთ ისეთ ადამიანს, როგორიც არის ბატონი გრიგოლი. ეს არის ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება საქართველოსთვის იღვაწა“, განაცხადა ბურჭულაძემ.

 

კომენტარები: 2
#2   Mudassir Ali
      
Great Information sharing .. I am very happy to read this article .. thanks for giving us go through info.Fantastic nice. I appreciate this post. インドのビザ資格 モーリシャス市民のためのインドビザ
16 იანვარი 2025 00:00
#1   Mudassir Ali
      
Thank you for some other informative website. The place else may just I get that kind of information written in such a perfect method? I have a venture that I am simply now running on, and I’ve been at the glance out for such info. www.5starsstocks.com/
8 იანვარი 2025 01:54
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი