პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის ძირითადი თემა მიმდინარე საარჩევნო კამპანია იყო.
„დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მივაწოდე ინფორმაცია საარჩევნო კამპანიაზე, კამპანია მიმდინარეობს უხამსი სიტყვებისა და აგრესიული ტონალობის ფონზე, სამწუხაროა, რომ ზოგიერთი მედიის წარმომადგენელი თავს უფლებას აძლევს, ასეთი აგრესიული და ძალადობრივი ფორმით, მუქარის ტონით ჩაერიოს საარჩევნო კამპანიაში. მათ ეს გაუკვირდათ, წყინთ, რადგან საქართველოს არ აქვს ეს სურათი საზღვარგარეთ და სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაშიც, როდესაც არ არის პირდაპირი პარტიული არჩევნები და ვიძახით, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული, ვიღებთ ასეთ სურათს“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.