„რუსული პასპორტი ედო გულის ჯიბეში და ისე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი“ - ვახტანგ შაქარიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში არჩევნების გზით ვერასდროს დაბრუნდება
06-10-2018, 18:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ შაქარიშვილი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" „9 წელს" ახსენებს და აცხადებს, რომ თუ ქართველი ხალხი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის გამოცდილებას დაივიწყებს და 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნებში შესაბამის არჩევანს არ გააკეთებს, ქვეყანაში არა 2019, არამედ 2011 წელი დადგება.

 

 

შაქარიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" იქნება თუ „ევროპული საქართველო", რომელთა მორალური სახეც კოხტა კოდუაა, არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდება.

 

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ზოგჯერ ირონიულად მოიხსენიებს 9 წელს - საქართველოს მოსახლეობას ჰკითხონ, როგორი ირონიულად მოსახსენიებელია ის 9 წელი.

 


მერაბ მამარდაშვილი გაგიგიათ, ალბათ, ასეთი პიროვნება - მინდა, შეგახსენოთ, რა თქვა ჯერ კიდევ 80-იან წლებში. თუ, ჩვენ არ გამოვიტანთ გამოცდილებას წარსულიდან, მომავალი წელი იქნება 1937 და არა 1985. თუ ჩვენ ამაზე არ ვისაუბრებთ, თუ ჩვენ გამოცდილებას არ გამოვიტანთ წარსულიდან, მეგობრებო და ამას კიდევ ერთხელ 28 ოქტომბერს არ დავაფიქსირებთ, მომავალი წელი იქნება 2011 წელი და არა 2019 წელი. კარგად ვიცით, 2011 წელი რა იყო. ასე რომ, ყველაფერი არის შედარებითი. არსებობს პოზიტიური გამოცდილება და არსებობს უარყოფითი გამოცდილება....

 

 

ნუ გადაგვიყვანთ იმ ლიანდაზე, სადაც არც ერთ თქვენგანს - არ აქვს მნიშვნელობა „ევროპულ საქართველოს დაირქმევთ, თუ „ნაციონალურ მოძრაობას" დაირქმევთ თუ სხვა სახელებს - თქვენი სახელი, თქვენი კოლექტიური სახე, თქვენი მორალური სახე არის კოხტა კოდუა. ამ ბრენდის ქვეშ იქნებით თქვენ, რაც არ უნდა რუსი პიარშიკები დაიქირაოთ საარჩევნო კამპანიაში - პუტინის საარჩევნო კამპანიაზე რომ მუშაობენ და ქსენია სობჩაკის საარჩევნო კამპანიაზე რომ მუშაობენ, ის ადამიანები ჰყავთ პიარკონსულტანტებად და რატომ გვიკვირს, რომ გულს ირევენ პირდაპირ ეთერში, ტელევიზორში გულს ირევენ, საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებენ", მიმართა პოლიტიკურ ოპონენტებს შაქარიშვილმა, რომელმაც ასევე გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია"-ს პრეზიდენტობის კანდიდატიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ გრიგოლ ვაშაძეს „რუსული პასპორტი ედო გულის ჯიბეში" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობისას.

 

 

„კაცი [გრიგოლ ვაშაძე] რუსეთს როგორ ახსენებს? რაღაც მორალური ის არ აქვს თავის სამშობლოსთან? კაცი ერთ ეთერში იძახის, რომ ჩემი პირადი და ჩემი ოჯახის სამშობლო არის რუსეთი, მე ვარ რუსული კულტურის განუყოფელი ნაწილი. კაცი, რომელიც ყველაზე ცუდ პერიოდში საბჭოთა კავშირის - ანდროპოვის დროს - მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ბირთვული განიარაღების რაღაც დეპარტამენტში. დაიბადა კრემლში, გაიზარდა კაკებეში, რუსული პასპორტი ვერ ამოაცალეს ჯიბიდან, ვერ გააგდებინეს ხელიდან 2009 წელს, როცა უკვე ომი ჩავლილი იყო.....

 

 

„ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში არასდროს არ მოსულა არჩვენების გზით. როცა დარჩებიან საკუთარ თავთან მარტო - ყველაზე კარგად იციან, რომ ისინი ხელისუფლებაში არჩევნების გზით ვერასდროს დაბრუნდებიან. შესაბამისად, ვეღარ მალავენ ამ ყველაფერს და პირდაპირ მათი ბელადი სხვადასხვა ქვეყნებიდან გვესაუბრება, თუ როგორ უნდა მოაწყოს ძლივს დასტაბილურებულ, მშვიდობიან ქვეყანაში დესტაბილიზაცია, არეულობა", განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა „რუსთავი 2"-ს გადაცემაში „არჩევანი" სტუმრობისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი