წყალტუბოში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა
06-10-2018, 20:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყალტუბოში ჩაფიძის კლინიკის ექიმებმა უფასო გამოკვლევები ჩაატარეს.

 

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, კადრიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევები წყალტუბოში მცხოვრებ ვეტერან, დევნილ და სოციალურად დაუცველ 200-მდე პირს ჩაუტარდა.

 

 

„ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ჩაფიძის კლინიკა შორის მემორანდუმის საფუძველზე, დღეს წყალტუბოში უფასო კვლევები უტარდებათ დევნილებს, ომის ვეტერანებსა და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, იმ პირებს, რომლებსაც კარდიოლოგიური პრობლემები აქვთ. მადლობა მინდა გადავუხადო ვეტერანების სამსახურსა და ჩაფიძის კლინიკას თანამშრომლობისთვის“, აცხადებს წყალტუბოს მერი გრიგოლ იოსელიანი.

 

 

აქცია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრთან თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა.

 

 

„ჩვენ 200-მდე ბენეფიციარს მოვესახურეთ. მათ, ვისაც განსაკუთრებული კვლევები ესაჭიროებათ, ჩვენ ვუზრუნველყოფთ მათ შემდგომ გადაყვანას სხვადასხვა მრავალპროფილურ კლინიკებში“ – სულხან აბესაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალური დეპარტამენტის უფროსი. ცენტრის ექიმებმა პაციენტებს უფასო ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები და დიაგნოსტირება ჩაუტარეს. „ბენეფიციარებს სრულიად უსასყიდლოდ ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული გამოკვლევები, სადაც ყველა პაციენტს მიეცა შესაბამისი რეკომენდაცია და დანიშნულება“, აცხადებს ჩაფიძის კარდიოლოგიური ცენტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, კარდიოლოგი ბონდო მაკარიძე.

 

 

„ჩავაბარე ანალიზები, გადამიღეს კარდიოგრამა, ექოსკოპია, ყველაფერო, რაც ჯანმრთელობასთანაა დაკავშირებული. ძალიან კმაყოფილი ვარ, კარგი მომსახურებაა და მაღალი დონის სპეციალისტები არიან“, განაცხადა მოქალაქე მზია ისაკაძემ.

 

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით სხვადასხვა სამედიცინო პროფილის უფასო კვლევები პერმანენტულად განხორციელდება.

 

 

ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი