„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ზოგჯერ ირონიულად მოიხსენიებს 9 წელს - საქართველოს მოსახლეობას ჰკითხონ, როგორი ირონიულად მოსახსენიებელია ის 9 წელი, აღნიშნული განცხადება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილემ, ვახტანგ შაქარიშვილმა „რუსთავი 2"-ს გადაცემაში „არჩევანი" სტუმრობისას გააკეთა.
„მერაბ მამარდაშვილი გაგიგიათ, ალბათ, ასეთი პიროვნება - მინდა, შეგახსენოთ, რა თქვა ჯერ კიდევ 80-იან წლებში. თუ, ჩვენ არ გამოვიტანთ გამოცდილებას წარსულიდან, მომავალი წელი იქნება 1937 და არა 1985. თუ ჩვენ ამაზე არ ვისაუბრებთ, თუ ჩვენ გამოცდილებას არ გამოვიტანთ წარსულიდან, მეგობრებო და ამას კიდევ ერთხელ 28 ოქტომბერს არ დავაფიქსირებთ, მომავალი წელი იქნება 2011 წელი და არა 2019 წელი. კარგად ვიცით, 2011 წელი რა იყო. ასე რომ, ყველაფერი არის შედარებითი. არსებობს პოზიტიური გამოცდილება და არსებობს უარყოფითი გამოცდილება", განაცხადა შაქარიშვილმა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში არ მოსულა არჩევნების გზით და ვერც დაბრუნდება არჩევნების გზით.
„ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში არასდროს არ მოსულა არჩვენების გზით. როცა დარჩებიან საკუთარ თავთან მარტო - ყველაზე კარგად იციან, რომ ისინი ხელისუფლებაში არჩევნების გზით ვერასდროს დაბრუნდებიან. შესაბამისად, ვეღარ მალავენ ამ ყველაფერს და პირდაპირ მათი ბელადი სხვადასხვა ქვეყნებიდან გვესაუბრება, თუ როგორ უნდა მოაწყოს ძლივს დასტაბილურებულ, მშვიდობიან ქვეყანაში დესტაბილიზაცია, არეულობა", განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.