„შენების მოძრაობის“ ლიდერმა და საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა სალომე ზურაბიშვილის შესახებ განაცხადა, რომ ქალბატონი სალომე არ არის თანაბარ პირობებში იმიტომ, რომ ის უპირატეს პირობებშია.
უსუფაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი უპირატეს მდგომარეობაშია მედიით, ასევე ფინანსებით.
„ვადასტურებ, რომ ქალბატონი სალომე არ არის თანაბარ პირობებში იმიტომ, რომ ის უპირატეს პირობებშია მედიითაც, ფინანსებითაც და საჯარო სამსახურების მხარდაჭერითაც. ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატები, ჯერ კიდევ პრეზიდენტობამდე მუქარებს აგზავნიან სხვადასხვა მიმართულებით“, განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.