მამუკა ბახტაძე: თბილისობა და ზოგადად, ჩვენი დედაქალაქი სიყვარულის, სითბოსა და მეგობრობის სიმბოლოა, რასაც ისტორიამაც შეუწყო ხელი
06-10-2018, 22:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით დედაქალაქის მერის სახელით გამართულ მიღებაზე მიწვეულ სტუმრებს მიმართა. ბახტაძემ განაცხადა, რომ თბილისი არის ცენტრი, სადაც იკვეთებოდა ბევრი ცივილიზაცია და რამაც შექმნა ჩვენი დედაქალაქი, როგორც კულტურული ცენტრი, ჩვენ ამით ყოველთვის ვამაყობდით და მომავალი თაობებიც იამაყებენ.

 

 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, თბილისობა და ზოგადად, ჩვენი დედაქალაქი სიყვარულის, სითბოსა და მეგობრობის სიმბოლოა, რასაც ისტორიამაც შეუწყო ხელი.

 

 

ბახტაძის თქმით, განსაკუთრებული ემოციების მომგვრელია ძველი თბილისი, რომელსაც განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება და ქალაქი ისე უნდა განვითარდეს, როგორც მის წარსულს და ისტორიას შეესაბამება.

 

 

„ჩვენ, ქალაქის მერიასთან ერთად, ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს დაგეგმილი, რომელიც ჩვენს ქალაქს კიდევ უფრო გაალამაზებს და დაუბრუნებს ძველ დიდებას. დღეს ძალიან ბევრი ღიმილიანი სახე იყო თბილისის ქუჩებში და ჩვენი ოცნებაც სწორედ ეს არის, რომ ასეთი ღიმილიანი დღეები რაც შეიძლება ბევრი იყოს საქართველოში, ყველა ქალაქსა თუ სოფელში“, განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი