დავით მაღრაძე: ზურაბიშვილს რომ დაუდგა არჩევანი, მან დათმო საფრანგეთის მოქალაქეობა, ხოლო სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა
07-10-2018, 11:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოეტი დავით მაღრაძე საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს. მაღრაძემ შაბათის  „ქრონიკაში“ განაცხადა, რომ პრეზიდენტად ჯობს ევროპელი ავირჩიოთ და არა ის, ვინც აჟიტირებულად ევროპელობს. პოეტი ასევე აცხადებს, რომ  ზურაბიშვილის მიმართ პერსონალური დამოკიდებულება არ აქვს. თუმცა ის, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა უარი თქვა საფრანგეთის მოქალაქეობაზე ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტობის ნაცვლად, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს, რადგან მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სწორედ საქართველოს მოქალაქეობაზე თქვა უარი, როდესაც არჩევანი დაუდგა.

 

 

„სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით შემიძლია ერთი რამ გავიხსენო, ბევრი რამ ხომ შედარებითია და როდესაც სააკაშვილს არჩევანი დაუდგა, მან არჩევანი გააკეთა და საქართველოს მოქალაქეობა დათმო, ხოლო ზურაბიშვილს რომ დაუდგა არჩევანი, მან დათმო საფრანგეთის მოქალაქეობა. ხომ დიდი განსხვავებაა,  საქართველოს მოქალაქეობას როცა თმობ და საფრანგეთის მოქალაქეობას როცა თმობ საქართველოს სასარგებლოდ. შემიძლია კიდევ ერთი რამ ვთქვა, როდესაც მთელი საქართველოს პოლიტიკური ელიტა აჟიტირებულად ევროპელობს, რომ ევროპა ჩვენი სახლია და ასე შემდეგ, რაღა ის ავირჩიოთ, ვინც ევროპელობს, პირდაპირ ევროპა ავირჩიოთ მაშინ?! კიდევ გეუბნებით, ამ არჩევნებმა უფრო სხვა მასშტაბი მიიღო, ეს აღარ არის ცერემონიალური ხასიათის პრეზიდენტის არჩევნები, როდესაც რაღაც დებატებს აქვს ადგილი და პოლიტკორექტული ხდება ყველაფერი, ეს ამას გაცდა, გაამძაფრეს.

 

 

მე აქ არ მოვსულვარ სალომე ზურაბიშვილის გზავნილების შესაფასებლად. მე მოვედი ჩემი პოზიცია გამოვხატო წინასაარჩევნო კამპანიაზე, როდესაც ამან სხვა მასშტაბი მიიღო. ახლა სალომე ზურაბიშვილმა როგორ თქვა, მერე ის როგორ კვალიფიცირდა, მერე როგორ გაიგო ეს „ევროპულმა საქართველომ“, როგორ გადათარგმნა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - ეს თვითონ ამ პოლიტიკოსებმა გაარკვიონ. მე, როგორც თავისუფალი მოქალაქე, მოვედი, რომ ჩემი პოზიცია გამოვხატო“, განაცხადა დავით მაღრაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი