გიორგი მარგველაშვილი: ისევე როგორც გაგვინადგურებია ბევრი, ჩვენზე ძლიერი იმპერიები საქართველოში და აღგვიდგენია ჩვენი მთლიანობა, ასევე რუსებს ჩვენ გავუშვებთ საქართველოდან
07-10-2018, 11:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტისას „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისთვის პრეზიდენტობის პერიოდში ყველაზე მთავარი საკითხები, რაზეც ის 5-წლიანი მმართველობისას ყველაზე მეტ ყურადღებას ამახვილებდა, პიროვნული თავისუფლების დაცვის უზრუნველყოფა და ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, მისი სუვერენიტეტის განმტკიცება იყო.

 


„საქართველო არის ოკუპირებული რუსეთის მიერ; რომ ეს არის ისტორიული უსამართლობა და რაც მთავარია, რომ აბსოლუტური რწმენა, რომ ჩვენ ამას აუცილებლად დავამარცხებთ, რომ რუსები არ შეირჩენენ და ჩვენც არ შევარჩენთ ამ ისტორიულ უსამართლობას. ისევე როგორც დაგვინგრევია ბევრი ჩვენზე ძლიერი იმპერიის, ასე ვთქვათ, მტკიცე ბურჯები საქართველოში და ეს გაგვინადგურებია და აღგვიდგენია ჩვენი მთლიაობა, ასევე რუსებს ჩვენ გავუშვებთ საქართველოდან... საქართველოს მიწა-წყალზე არასოდეს უნდა იყოს ოკუპანტი და სანამ იქნება, არც ერთი ქართველი ამას არ უნდა შეეგუოს“, თქვა პრეზიდენტმა და დაამატა:

 


„სანამ არ დამთავრდება ოკუპაცია, ეს არის მუდმივი მტკიცება, რომ ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი, რუსეთის ფედერაცია დღესაც, 100 წლის წინათაც, მანამდეც, ახორციელებდა აგრესიულ პოლიტიკას რეგიონში, რომ ამას ჩვენ არასდროს არ შევეჩვევით და არავის არ ეგონოს, მათ შორის სხვა მესამე ქვეყნებს, რომ როდესმე ჩვენ მშვიდად მივიღებთ ამას და როდესმე რაღაცნაირად დავივიწყებთ იმას, რომ ჩვენი მიწა-წყალი მიტაცებულია და რომ ამ პროცესში არ იქნება, ასე ვთქვათ, მიჩვევა და შეჩვევა ამის და რომ მათ ინტერსებშიც არის, რომ ჩვენ გვერდით იდგნენ და ერთად აღვადგინოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა“.

 


გიორგი მარგველაშვილმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისიც განმარტა, თუ რატომ თქვა უარი საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრაზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი