პაატა ბურჭულაძის მეუღლეს ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე ელოდებიან. ანგელა ვასილენკო, რომელიც საქართველოში გვიან ღამით ჩამოფრინდა, მზად არის სასამართლოში ყველა იმ დეტალზე ისაუბროს, რაც ფონდის საქმიანობას უკავშირდება. თავდაპირველად ბურჭულაძის მეუღლე გამოკითხვაზე პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა იმის გამო, რომ ვასილენკოქვეყნიდან მიფრინავდა, პროცედურის ჩატარება 8 ოქტომბრისთვის, უკვე სასამართლოში გადაწყდა.
„პროკურატურის გამომძიებელს ლომთაძეს შევატყობინე რომ 8 რიცხვში მე წარვდგები სასამართლოს წინაშე მოწმის სტატუსით და ჩვენებას მივცემ. მინდა მოვუყვე სასამართლოს რას აკეთებდა 14 წლის განმავლობაში ფონდი, როგორ ეხმარებოდა ის ბავშვებს, როგორ ხდებოდა კონცერტების ორგანიზება, რამდენი სპონსორი მონაწილეობდა ამ პროექტებში და როგორ გვეხმარებოდნენ უცხოელები. საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას მივაწვდი. გარდა ამისა მინდა ავღნიშნო, რომ აღშფოთებული ვარ ჟურნალისტების ბინძური პიარის გამო. ისინი დილის შვიდ საათზე თავს დამესხნენ და მეკითხებოდნენ, რატომ გავრბივარ ქვეყნიდან. მე ვუთხარი რომ პირად საქმეზე მივემგზავრებოდი და 2 დღეში დავბრუნდებოდი. მიუხედავად ამისა ახალ ამბებში მათ თქვეს, რომ თურმე ქვეყნიდან გავიქეცი. ეს სასაცილოა“, აცხადებს ანგელა ვასილენკო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.