„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა და დისკუსიის ფარგლებში გააცნო საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები და საკუთარი ხედვები.
„საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს ის პოლიტიკური ფიგურა, რომელშიც თითოეული ადამიანი მისი ინტერესების დამცველს დაინახავს და ეს შეეხება ეთნიკურ უმცირესობებსაც. ჩვენი ამოცანაა ვინც არის საქართველოა მოქალაქე, ვინც იზიარებს ჩვენს ხედვებსა და სამომავლო გეგმებს, ამ ხალხთან ერთად წავიდეთ წინ, ყველას გვქონდეს განცდა, რომ ვართ საერთო ქვეყნის მოქალაქეები. რაც უფრო მეტად იქნებიან ჩართულები ჩვენი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ერთიან ქართულ ორგანიზმში, რაც უფრო მეტად იქნებიან ჩართულები ქართული სახელმწფოს განვითარებაში, მით უფრო ძლიერი ინება ქართული სახელმწიფო და მით მეტად წავა წინ", განაცხადა დავით ბაქრაძემ.
შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს” ორგანიზებით შედგა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.