არჩილ თალაკვაძე: სალომე ზურაბიშვილი იქნება პრეზიდენტი, რომელიც მაგიდასთან მოიწვევს ყველა მხარეს, მოიწვევს პოლიტიკურ პარტიებს, მოგისმენთ თქვენ და მიიღებს გადაწყვეტილებებს - ამაზე  კი ისაუბრებს პარლამენტთან და მთავრობასთან
07-10-2018, 13:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების“ მახრდაჭერილი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, სალომე ზურაბიშვილი კახეთის რეგიონში - ახმეტაში, თელავსა და ლაგოდეხში მცხოვრებ მოსახლეობას ხვდება.

 

 

ახმეტაში ამომრჩეველთან შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ  2012 წლიდან დღემდე ქართველი მოსახლების წყალობით ბევრი რამ შეიცვალა და სახელმწიფო უფრო გახდა ადამიანზე ორიენტირებული და დღესაც ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს პრეზიდენტი, რომელიც საზოგადოებას გააერთიანებს, აირჩიოს ისეთი პრეზიდენტი, რომელიც მაგიდასთან მოიწვევს ყველა მხარეს, მოიწვევს პოლიტიკურ პარტიებს, მოგისმენთ თქვენ და მიიღებს გადაწყვეტილებებს.  

 

 

„2012 წლის შემდეგ, დღემდე, ჩვენ ერთად შევცვალეთ ბევრი რამ ამ ქვეყანაში. სწორედ თქვენი მხარდაჭერით, თქვენი დამსახურებით სახელმწიფო ხელისუფლება დაუბრუნდა უბრალო ადამიანებს, დაგიბრუნდათ თქვენ. დღეს, ხელისუფლება არის კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული ადამიანზე. სწორედ თქვენ, თქვენნაირმა ადამიანებმა შეცვალეს მიდგომები ჯანდაცვის სისტემაში, მედიაში. ასევე, შეცვალეს დემოკრატიის და თავისუფლების ხარისხი. დღეს, ზუსტად არის დრო, როდესაც სწორედ თქვენი გადაწყვეტილებით ჩვენმა ქვეყანამ შეიძლება კიდევ ერთი ახალი ნაბიჯი გადადგას მომავლისკენ. გადადგას კიდევ ერთი ახალი ნაბიჯი უფრო მშვიდი, უფრო ევროპული სახელმწიფოსკენ. აირჩიოს ისეთი პრეზიდენტი, რომელიც საზოგადოებას გააერთიანებს, აირჩიოს ისეთი პრეზიდენტი, რომელიც მაგიდასთან მოიწვევს ყველა მხარეს, მოიწვევს პოლიტიკურ პარტიებს, მოგისმენთ თქვენ და მიიღებს გადაწყვეტილებებს. ამაზე ისაუბრებს პარლამენტთან , მთავრობასთან. მე გარწმუნებთ, რომ ყველა კანდიდატს შორის ასეთი ადამიანი არის სალომე ზურაბიშვილი“, განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი