შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, შეიქმნება ეროვნებათა საბჭო, რომელიც ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე ორიენტირებული გაერთიანება იქნება
07-10-2018, 13:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ყველას გვექნება თანაბარი აწმყო და ბედნიერი მომავალი, თუ ჩვენს ძალებს გავაერთიანებთ.

 

 

სასტუმრო „მუზეუმში“ შეკრებილი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების წარმომადგნელებს, რომლებიც ძირითადად სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში მუშაობენ, შალვა ნათელაშვილმა პროგრამული პრიორიტეტები გააცნო.

 

 

ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, შეიქმნება ეროვნებათა საბჭო, რომელიც ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე ორიენტირებული გაერთიანება იქნება.

 

 

„საბჭო გარკვეული პერიოდულობით განიხილავს ყველა იმ აქტუალურ, მომწიფებულ პრობლემას, რაც ამ მიმართულებებს უკავშირდება, მაგრამ ჩვენ უნდა ამოვიდეთ მთავარი აქცენტებიდან. ქართველს, აზერბაიჯანელს, სომეხს, ებრაელს, რუსს ებრაელს, აფხაზს, ოსს, უკრაინელს, პირველ რიგში, სჭირდებათ ადამიანური პირობები ცხოვრების, არსებობის, მუშაობის, განვითარების, შვილების გაზრდისთვის, რაც ამ ხელისუფლებამ წაგვართვა. ეს ყველამ ერთად უნდა დავიბრუნოთ“, აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი