„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გელა სამხარაულმა „ქართული ოცნების“ მახრდაჭერილი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილის ახმეტის ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ზურაბიშვილი იქნება პრეზიდენტი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შემოიტანს ევროპას.
„სალომე ზურაბიშვილი თავისი ოჯახისშვილობით, თავისი წარსულით, აწმყოთი არის სწორედ ის პიროვნება, რომელიც მართლა დაგვეხმარება თითოეულ ქართველს, ჩვენ ქვეყანაში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს, რომ ჩვენთან შემოვიდეს ევროპა, ჩვენ გავხდეთ უფრო მეტი ღირსების მატარებელი ხალხი, მეტი გამოცდილება და ცოდნა შევიძინოთ და აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება. მე, მიმაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს აბსოლუტურად ყველას პრეზიდენტი, მიუხედავად მხარდამჭერების თუ ოპოზიციონერების, თუნდაც იმათიც, ვინც დღეს აი ასე, არ მინდა მათ დავემსგავსო და ბილწი სიტყვები, შეურაცხმყოფელი გამონათქვამები გამოვიყენო, მაგრამ ვინც ასე მახინჯად წარმართავს ამ წინასაარჩევნო კამპანიას. სწორედ, ქალბატონმა სალომემ, ამ თავის ევროპელობით ყველას დაგვიმტკიცა, რომ ეს საარჩევნო კამპანია, ასეთ მშვიდ კონსტრუქციულ რეჟიმში გადაიყვანა და თუ დააკვირდებით, მისი მხრიდან არ ყოფილა არცერთი სიტყვაც კი თავისი ოპონენტების მისამართით, რომელიც გარკვეულწილად გამოეპასუხებოდა, თუნდაც, მათ უზრდელობას. სწორედ, აი ასეთი ადამიანი გვჭირდება ჩვენ. დადგა ქვეყანაში ის დრო, რომ ჩვენ, უნდა მოვახერხოთ გაერთიანება, სწორედ ასეთი დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ გახდება პრეზიდენტი, სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ვინც დააბალანსებს სწორედ ამ სხვადასხვა საზოგადოების ფენებს თუ პოლიტიკურ პარტიებს შორის ურთიერთობას. პრეზიდენტი, რომელიც იქნება უკლებლივ ყველას გვერდში მდგომი“, აცხადებს გელა სამხარაული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.