გამოჩენილი ქართველი მწერლის, სცენარისტის, კინორეჟისორის, არაერთი პრიზისა და ჯილდოს მფლობელის, გოდერძი ჩოხელის დაბადების დღისადმი მიძღვნილი სახალხო დღეობა, მის მშობლიურ სოფელში, ჩოხში აღინიშნა.
ღონისძიება მთის ტრადიციული რიტუალით, დოღით დაიწყო და გაგრძელდა კონცერტით, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი და მოწვეული ანსამბლები. ღონისძიების ფარგლებში ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს გოდერძი ჩოხელის შემოქმედებაზე, მოეწყო მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენა. სოფელ ჩოხში შეკრებილ საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ადგილობრივი ტრადიციული კერძები.
ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი შალვა კერესელიძე და დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმოამდგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.