პაატა ბურჭულაძე: ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ გავიქცე საქართველოდან, მაგრამ მე არ დავტოვებ საქართველოს
07-10-2018, 15:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დავტოვო საქართველო, გავიქცე, მაგრამ ისინი ამას ვერ მოესწრებიან, განაცხადა პაატა ბურჭულაძემ მცხეთაში, გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

 


„დღეს მე მაწუხებს ის, რაც თქვნ გაწუხებთ. მაწუხებს ის, რომ ეს მავნებელი მთავრობა, სხვა სიტყვა ამათზე არ შეიძლება ითქვას, ესენი არიან მავნებელები, რატომ იცით? ვერაფერი კარგი ვერ გააკეთეს 6 წლის განმავლობაში და ცდილობენ ყველაფერი დაარბიონ, რაც იყო გაკეთებული. ერთი წელია უკვე, ფონდი „იავნანა“, რომელსაც მე წარმოვადგენ, რომელიც ვართ სუყველანი ჩვენ. 14 წლის განმავლობაში რას ვაკეთებდით?! ერთმანეთს ვეხმარებოდით, რამდენი ოჯახი დავაბინავეთ, რამდენ ბავშვს გავუწოდეთ ხელი. ათასამდე ბავშვი თავის მშობლებს დავუბრუნეთ და ეს მავნებელი მთავრობა, უკვე 1 წელია, გვებრძვის ჩვენ სუყველას, მებრძვის მე და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მე დავტოვო საქართველო და გავიქცე და შეიქმნას ისეთი რამ, რომ ვითომ რაღაც საშინელება ხდება. ხალხო, მე არ დავტოვებ საქართველოს, გაიგონ მაგენმა, მე აქ ვიქნები თქვენთან ერთად. ფონდში უკვე ხუმრობენ, მწარედ ხუმრობენ, ნეტა დავეჭირეთ სუყველა, ამდენი ხანი ამინისტია მაინც შეგვეხებოდაო და დამთავრდებოდა ყველაფერი. ამ სიკეთეს მაგენი ვერ მოსპობენ, ეს მავნებლები“, განაცხადა პაატა ბურჭულაძემ. 

 

 

სახელოვანმა საოპერო მომღერალმა თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევა დაუშვებელია, რადგან ის არც ქართველია და არც პატრიოტი.

 


„რამდენი ადამიანი დაგვასვა უკვე ბიძინა ივანიშვილმა თავზე, რომელმაც არ ივარგა, და მე მგონი ამას ბოლო უნდა მოეღოს“, აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

 

კომენტარები: 1
#1   დიანა
      
შენ სულ გაუბერე პანტურ!
''იმგენი ამგენი'' და შენ ხარ ქართველი და პატრიოტი?
იცი რატომ გლახაობ ამდენს?
ჯერ შენი გაზულუქებული ''ვაჟკაცი'' რომ გამოაძვრინა ბნედიანმა ციხეს და მეორე- რომ შენი მაქინაციებიც ასევე გამოაძვრინონ გნაცებმა!
რაც შენ ახლა საკუარ თავზე გადაისვარე,ვერც მიჰა და ვერც გრიჰა ვერ გიზამდა შე უდღეურო!
ფუი! მე კიდევ კაცი მეგონე!
7 ოქტომბერი 2018 07:52
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი