„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მცხეთაში მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მელია ამბობს, რომ არჩევნები არის ბრძოლა უიმედობის, უპერსპექტივობის და სიღარიბის წინააღმდეგ, რომელიც, მელიას თქმით, ბოლო წლებია საქართველოში დამყარდა.
„ყველანი, თითოეული თქვენგანი დღეს აქ არის გულანთებული, ყველანი, ვინც დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ ვართ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნის გარეშემო გაერთიანებული. ეს არის უკეთესი ხვალინდელი მცხეთა, უკეთესი ხვალინდელი საქართველო.
კარგად ვიცით, რომ სულ რაღაც 21 დღეში უმნიშვნელოვანესი არჩევნებია. ეს არ არის არჩევნები და ესეც ძალიან კარგად ვიცით. ეს იქნება რეფერენდუმი საქართველოს მომავალზე. ამ რეფერენდუმზე გადაწყდება, თუ როგორ ქვეყანაში იცხოვრებენ ჩვენი შვილები და შვილიშვილები. ეს არის ბრძოლა ყოველგვარ მანიკიერებასთან“, განაცხადა ნიკა მელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.