პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა მცხეთაში, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მოსახლეობასთან შეხვედრა იმართებოდა, განაცხადა რომ ჩვენ უნდა შევეჩვიოთ ერთ რაღაცას, რომ არ არის ის ღვაწლმოსილი ხალხი მხოლოდ საქართველო.
ჩარკვიანმა ორი დღის წინ რუსთაველის თეატრში, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა. პუბლიცისტმა აღნიშნა, რომ შეხვედრას ბევრი ღვაწლმოსილი ადამიანი ესწრებოდა.
ჩარკვიანმა, 2012 წლის არჩევნები და ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც ქვეყნის სათავეში „ქართული ოცნება“ მოვიდა.
„არ შემიძლია ამას გვერდი ავუარო, ამას არანაირი კავშირი არ აქვს ბატონ გრიგოლთან. მე, როგორც რიგითი მოქალაქე, გუშინწინ რუსთაველის თეატრში ვნახე ქალბატონ ზურაბიშვილის მხარდამჭერთა შეკრება და არაფრით არ შემიძლია არ ვთქვა, რომ და იქ იყვნენ ძალიან ღვაწლმოსილი ადამიანები, ბევრიც არა. ბევრი არ იყო ღვაწლმოსილი, ბევრი ძალიან კარგი. ეს საქართველოა. ბევრს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მათ შემოქმედებას. მე მათ თვალწინ გავიზარდე, ბევრს არ ვცემ პატივს, მაგრამ ეს ჩემთვის იყოს. ჩვენ უნდა შევეჩვიოთ ერთ რაღაცას, რომ არ არის ის ღვაწლმოსილი ხალხი მხოლოდ საქართველო, არა და არა. ქველმოქმედება არის უანგარობა. ქველმოქმედებაა, როდესაც მადლიერების საპირწონედ დამსახურებულ ხალხს წინ, სახელმწიფოებრიობას დავუდებ საპირწონედ?! იმას ქველმოქმედება არ ჰქვია. ამას ძალიან კარგად გამიზნული ანგარება ჰქვია, ძალიან რბილად ვამბობ ამ სიტყვას.
მე მეგონა რომ 2012 წელს მართლა ქველმოქმედი მოვიყვანე, მე არ ვიცოდი, რომ დიდი ანგარება იყო საფუძველში ჩადებული, მე ვფიქრობ, ყველამ ასე ვიფიქრეთ და დანაშაული ამაში არაფერი არ არის“, განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.