კახეთის რეგიონს აქვს ბევრი პოტენციალი, ერთ-ერთი არის ტურიზმი, მაგრამ თავისი ძალიან სპეციფიკური ფორმის ტურიზმი - ეს განცხადება პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ახმეტის მუნიციპალიტეტში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე გააკეთა.
„რასაც წარმოადგენს თუშეთი საქართველოსთვის და დღეს უკვე მსოფლიოსთვის, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის დაცული ტერიტორია, ეკოლოგიურად სუფთა ტერიტორია, ეს არის ჯერ კიდევ ავთენტური, რასაც მთელი მსოფლიო ეძებს. როგორ დავუბრუნდეთ იმას, რაც არის ჯერ გაურყვნელი. არ არის იმ მატერიალისტურ მსოფლიოში ჩართული, სადაც ყველა ყველას ჰგავს და ყველა ტურისტული ადგილი მეორეს ემსგავსება. ეს არის განსხვავებული და ძალიან ბევრი ადამიანი არის მსურველი, რომ იქ ჩავიდეს და ამას ეზიაროს.
ჩვენ უნდა ვიცოდეთ თუ რამდენად ღირებული არის ეს სულიერად, მაგრამ ასევე მატერიალურად. ეს უნდა შევინარჩუნოთ და დავიცვათ. თუ არ დავიცავთ როგორც საჭირო არის, მაშინ ჩვენც სხვებს დავემსგავსებით და დავკარგავთ იმას, რაც არის ყველაზე მიმზიდველი ყველასთვის ქვეყნის შიგნით და გარეთ. ამიტომ, ჩვენ უნდა დავაფასოთ ის რაც გვაქვს და დაფასება არის წინაპირობა იმისა, რომ შევინარჩუნოთ“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.