„ორბელიანების სასახლე ბევრად მოკრძალებულია და შესაფერისია მომავალი პრეზიდენტისთვის“, - ეს განცხადება პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა თელავში ამომრჩეველთან შეხვედრისას გააკეთა.
ამასთან, როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, თელავის ბატონის ციხის დიდი გალავანი არის სიმბოლო იმისა, თუ რა იყო და რა არის საქართველო.
„კახეთი არის ჩემი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ტარდება, თქვენთან, ეს შეხვედრა. აქ, ამ დიდ გალავანში, რომელიც არის მართლაც, სიმბოლო იმისა, თუ რა იყო საქართველო და რა არის საქართველო. დიდი გალავანი, იმიტომ, რომ დაცული უნდა ვიყოთ და მოკრძალებული სასახლე, რადგან ასეთები იყვნენ ჩვენი მონარქები, ჩვენი მეფენი. ამიტომაც, კითხვისას, რომელი სასახლე თბილისში (და ეს კითხვა ზოგს მნიშვნელოვნად მიაჩნიათ), პასუხია – არა ის მასშტაბური სასახლე, არამედ ორბელიანების სასახლე, რომელიც ბევრად მოკრძალებულია და შესაფერისია მომავალი პრეზიდენტისთვის”, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.