გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მცხეთაში ამომრჩეველს ხვდება. გრიგოლ ვაშაძემ სიტყვით გამოსვლისას იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელსაც ის გამარჯვების შემდეგ ქვეყანაში გაამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით ეს არის უმთავრესად ეროვნული ხელისუფლება, რომელთა მთავარი მიზანი ხალხის კეთილდღეობაა.
ვაშაძის განცხადებით 28 ოქტომბერს მოქალაქეები ორი არჩევანის წინაშე დგანან.მან სიტყვით გამოსვლისას „ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატიც გააკრიტიკა. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით მისმა ოპონენტმა ქვეყნის ისტორიაც კი არ იცის. ვასაძემ არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო აუცილებლად დაბრუნდება საქართველოს კონსტიტუციურ სივრცეში.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი „ომეგას ჯგუფის“ საქმეს გამოეხმაურა და იმ „სერიალიდან“ გამომდინარე რასაც საზოგადოება ბოლო დღეებია უყურებს ადვილად აღსაქმელია, რომ გრძელდება „ოცნების“ შავი ყულაბის შევსება ხალხის ხარჯზე. მისივე თქმით ასევე გრძელდება შეტევა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართულ მედიაზე.
„ეს არის არჩევანი ორ საქართველოს შორის. ერთი რომელიც ჩაფლულია კორუფციაში და უძრაობაში, რომელსაც თავზე კრიმინალური ბანდა აზის და მეორე საქართველოს, სადაც საქართველოს მოქალაქე არის მიზეზი და მიზანი სახელმწიფოს არსებობის და ამისთვის საჭიროა ეროვნული ხელისუფლება.
ეს ხალხი უკვე ქართულად ვეღარ მეტყველებს ნორმალურად, ან არც მეტყველებდა. 2004 წლიდან ანტილოპა გნუ ისწავლიდა ქართულ ენას. რა გახდა? ამერიკელებმა და ჰოლანდიელებმა ვინც ჩვენთან ცხოვრობენ იმათმა ისწავლეს, მაგრამ ეს ყველაფერი იმიტომ არის, რომ ეს სამშობლო კი არ არის მათთვის, ეს სამუშაო ადგილია, სადაც შეიძლება გამდიდრება.
ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ეროვნული ამოცანა. როკის გვირაბთან და ფსოუსთან ქართული დროშა იფრიალებს.
ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ინტელექტუალური და პოლიტიკური ცხოვრება დაფუძნებული იყოს ქართულ და ზოგად საკაცობრიო ჰუმანისტურ, დემოკრატიულ პრინციპებზე. ეს არის ჩვენი შვილებისთვის ნორმალური ევროპული მომავლის გარანტია. არ დავუშვებთ საქართველოს ავღანიზაციას, არ დავუშვებთ საქართველოს მართვას ნარკოკარტელების მიერ მართვას“, განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.