სალომე ზურაბიშვილი: ჩემთვის კულტურის ყველა დარგი ღირებული იქნება
07-10-2018, 16:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე ვიქნები კულტურის პრეზიდენტი, ჩემთვის კულტურის ყველა დარგი ღირებული იქნება,- ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ახმეტის მუნიციპალიტეტში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

 


„ტურიზმის ასევე ძლიერი მხარე არის კულტურა. აქ არის ალავერდი. იმდენი ძეგლი და არქეოლოგიური სიმდიდრეა ამ რეგიონში, რომ აღარ ვიცით საიდან დავიწყოთ ჩვენი სიმდიდრის განვითარება, შენარჩუნება, რესტავრაცია.

 


ყველა კუთხით შეგვიძლია რაღაცის გაკეთება. არსებობს ქვეყნები, სადაც ერთი რამე არის დასაცავი, ერთი ან ორსაუკუნოვანი და ამითი ძალიან ამაყობენ. ჩვენ უკვე დავიბენით და აღარ ვიცით რომელი ერთი არის უფრო ღირებული და რომელს მივხედოთ.

 


მე ვიქნები ყოველდღიურად ჩართული პრეზიდენტი, ვიქნები კულტურის პრეზიდენტი. არ იქნება დარგი კულტურის, რომელიც არ იქნება ჩემთვის ძალიან ღირებული და თქვენთან ერთად უნდა ჩამოვაყალიბოთ ამ რეგიონში, ზოგადად ქვეყანაში, თუ როგორი პრიორიტეტებით ვიაროთ, რომ ვიცოდეთ რა სტრატეგიას მივყვებით. რომ არ იყოს გაფანტული და არ ვიცოდეთ, რა არის მთავარი და რაში ჩავდოთ მცირე ინვესტიციები, რაც არსებობს კულტურაში. როგორ გავზარდოთ და როგორ შემოვკრიბოთ ყველა ძალა, რომ ის დავიცვათ, რაც არის დასაცავი“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი