სალომე ზურაბიშვილი: ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან განსხვავებული და მრავალფეროვანი ბუნება, რასაც შენარჩუნება და დაცვა სჭირდება
07-10-2018, 18:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს ძალიან განსხვავებული და მრავალფეროვანი ბუნება, რასაც შენარჩუნება და დაცვა სჭირდება,- ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ახმეტის მუნიციპალიტეტში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

 

„ეკოლოგია და გარემოს დაცვა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს ძალიან განსხვავებული და მრავალფეროვანი ბუნება. ასეთი მრავალფეროვანი, ასეთ პატარა მიწაზე არსად არსებობს და ყველამ ვიცით, რომ ეს არის ჩვენი ნიშანი. სწორედ ამას სჭირდება შენარჩუნება და დაცვა. ეს ყველა ჩვენგანისგან პიროვნულად მოითხოვს, რომ ვიყოთ ძალიან კარგად გათვითცნობიერებულები, თუ რას ნიშნავს ბუნების დაცვა ყოველდღიურობაში.

 

 

ახლა აიკრძალა პოლიეთილენის პარკები და არის ერთ-ერთი სერიოზული ნაბიჯი, რადგან აფრიკაშიც კი მინახავს, თუ როგორ არის გადაფარული კილომეტრები ამ საშინელებით, რომელსაც სჭირდება 40 წელი განადგურებისთვის. ხომ წარმოგიდგენიათ, რას უშვება ეს ჩვენს ბუნებას, ამიტომ ეს არის თითოეულ ადამიანზე დამოკიდებული“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი