რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე მყოფი შვილმოკლული მამები ამერიკის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მოინახულა. მან ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს პლედები, წყალი და საკვები მიუტანა. ამერიკელი სტუმარი საქართველოში ვიზიტის დროს საოკუპაციო ხაზთან მისვლასაც გეგმავს. მისივე თქმით, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას ის ვაშინგტონში დაბრუნების შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელებს მიაწვდის.
„საქართველოში ბევრი მეგობარი მყავს. ძალიან მიყვარს თქვენი ქვეყანა. როდესაც ამ ადამიანების ისტორია გავიგე, მინდოდა მე თვითონ ჩამოვსულიყავი და პირადად მომესმინა მათი ისტორიები. ასევე შევხვდები ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მოვინახულებ საოკუპაციო ხაზსაც. როდესაც ამერიკაში დავბრუნდები შეხვედრას გავმართავ სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებთან და მივაწოდებ ამ დროის განმავლობაში მიღებულ ინფორმაციას”, განაცხადა ქრისტინა პუშოუმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.