მამუკა ბახტაძე: ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა ჩვენი ეკონომიკის დივერსიფიკაცია, რათა მოვიზიდოთ მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია
07-10-2018, 19:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკულ WSJ Frontiers-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა ჩვენი ეკონომიკის დივერსიფიკაცია, რათა მოვიზიდოთ მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია.

 

 

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ საქართველომ, ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად დაუღალავი ძალისხმევის და ევროპასა და დასავლეთ აზიას შორის ხელსაყრელი მდებარეობის წყალობით, ადგილი დაიმკვიდრა, როგორც აღმავლობის გზაზე მდგარ ქვეყნებში ინვესტორებს შორის ძალიან პოპულარულმა ადგილმა.

 

 

WSJ Frontiers-ი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ესაუბრება მთავრობის გეგმებზე, საქართველოს რეგიონის ფინანსურ, ბიზნესის, ლოგისტიკურ, ტურისტულ და საგანმანათლებლო ცენტრად გარდაქმნასთან დაკავშირებით.

 

 

ჟურნალისტის კითხვას, გრძელდება თუ არა რეფორმები მსოფლიო რეიტინგებში საქართველოს პოზიციების შემდგომი გაუმჯობესებისთვის, პრემიერი პასუხობს, რომ იგეგმება გადასახადების კიდევ უფრო შემცირება.

 

 

„ჩვენ ვგეგმავთ არა მხოლოდ კორპორატიული გადასახადების გაუქმებას საქართველოში მომუშავე საერთაშორისო კომპანიებისთვის, არამედ ამ კომპანიებში მომუშავე პირების ინდივიდუალური საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებასაც. რადგანაც საქართველოს ბაზარი მცირეა, ვცდილობთ უფრო ეფექტიან ინტეგრირებას გლობალურ ეკონომიკაში. რეგიონში ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება როგორც ჩინეთთან, ისე ევროკავშირთან. ჩვენ ვემხრობით მცირე მთავრობის იდეას – სულ ახლახან ჩვენ ათამდე შევამცირეთ სამინისტროების რაოდენობა. გარდა ამისა, ჩვენ ვცდილობთ ჩვენი მომსახურების ციფრულ რეჟიმში სრულ გადაყვანას“, აცხადებს პრემიერი.

 

 

ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა, რა კეთდება სიღარიბესთან საბრძოლველად.

 

 

„როდესაც ჩვენ წამოვიწყეთ ჩვენი რეფორმები, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელსაც ჩვენ წავაწყდით, იყო სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი. დღეს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 15%-ია, თუმცა შესაძლებელია მისი კიდევ უფრო მნიშვნელოვნად შემცირება. თუკი შევხედავთ ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის სტრუქტურას, დავინახავთ, რომ იგი საკმაოდ ინკლუზიურია.

 

 

ერთ-ერთი მთავარი რეფორმა, რომელსაც ვაგრძელებთ, ეხება განათლების სექტორს. ჩვენ გვინდა ადამიანური კაპიტალის გაზრდა 20%-მდე, ხოლო განათლების წილისა მთლიან შიდა პროდუქტში – 10-11%-მდე. ჩვენ გვსურს, ბიზნესსა და განათლებას შორის კავშირები კიდევ უფრო განმტკიცდეს“, აცხადებს მამუკა ბახტაძე.

 

 

WSJ Frontiers-ის ჟურნალისტის კითხვას, რაზე მახვილდება განსაკუთრებული ყურადღება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით, პრემიერი პასუხობს, რომ მთავრობის ურყევი გადაწყვეტილებაა ქვეყნის ეკონომიკის დივერსიფიკაცია, რათა მოვიზიდოთ მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია.

 

 

„შარშან დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებელი – მთლიანი შიდა პროდუქტის 12%. ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე კომპანიების პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, რათა შეიქმნას მეტი დამატებითი ღირებულების მატარებელი პროდუქტი, რადგანაც ჩვენი მიზანია დამწყები ბიზნესებისთვის უკეთესი გარემოს შექმნა“, აცხადებს მამუკა ბახტაძე ინტერვიუში, რომელიც WSJ Frontiers-ს აშშ-ში ვიზიტისას მისცა.

 

 

ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი