სალომე ზურაბიშვილი: ოკუპირებული ტერიტორიები ჩვენი მთავარი ტკივილია, ამ პრობლების დაძლევა ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანია
07-10-2018, 20:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვერ ვიქნებით მთლიანად თავისუფალი და ბოლომდე დამოუკიდებელი, ვიდრე ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემას არ დავძლევთ, ეს არის ჩვენი ტკივილი და მთავარი მოვალეობა - ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ლაგოდეხში ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

 

ზურაბიშვილმა ახალი თაობის ინიციატივების ხელშეწყობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ, ვისაც აქვთ ხედვები და ოცნებები, ყველანაირად შეუწყობს ხელს.

 

 

„ჩვენ ძალიან გვჭირდება, რომ ჩვენი ახალგაზრდები იყვნენ ინიციატივების მქონე და მათ ინიციატივებს ხელი უნდა შევუწყოთ. მე, როგორც პრეზიდენტი ვაპირებ, რომ ყველანაირად ხელი შევუწყო მათ, ვისაც აქვს რაიმე ხედვა და ოცნება და იციან რა უნდათ ამ ქვეყნიდან, როგორ გააკეთონ.

 

 

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველა ვართ დარწმუნებული, რომ ახალი თაობა, რომელიც მოდის იდეებით და ინიციატივებით, იქნება ნამდვილად თავისუფალი, რომელიც გავა 21–ე საუკუნეში.

 

 

ჩვენ კიდევ ძალიან ბევრი რამ გვაფერხებს ამ გადასვლაში. პირველ რიგში ოკუპირებული ტერიტორიები, რომელიც არის ჩვენი მთავარი დასაძლევი. არ ვართ და არც ვიქნებით მთლიანად თავისუფალი და ბოლომდე დამოუკიდებელი, ვიდრე ამასაც არ დავძლევთ. ეს არის ჩვენი ტკივილი და მთავარი მოვალეობა. ამასაც, როგორც პრეზიდენტი, ძალიან კარგად გავითვალისწინებ. ვიცი, რომ ეს არის ჩემი ერთ-ერთი მოვალეობა, რამდენად და როდის შევძლებთ ამას, დღეს ნამდვილად არ ვიცით, მაგრამ ეს იქნება ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი