ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცების შემთხვევებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა. თალაკვაძემ ამ თემაზე კომენტარი კახეთში, სალომე ზურაბიშვილსა და ამომრჩევლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
არჩილ თალაკვაძის შეფასებით, საქართველო აგრესორი სახელმწიფოს წინაშე დგას და ამ ქმედებებით დასტურდება, რომ ცხინვალის რაიონი ადამიანის უფლებების თვალსაზრისით უმძიმეს მდგომარეობაშია.
„ჩვენი თანამოქალაქეების გატაცება საოკუპაციო რეჟიმის მიერ ყოველდღიურად კიდევ უფრო ადასტურებს, რომ ცხინვალის რაიონში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა როგორც ადამიანის უფლებების, ასევე ჰუმანიტარული თვალსაზრისით. ეს კიდევ ერთხელ ხაზას უსავმს იქ საერთაშორისო მონიტორინგის დაშვების აუცილებლობას.
ჩვენი მხრიდან არის ძალიან პრინციპული პოზიცია სამშვიდობო პოლიტიკასთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, მკაცრად ვგმობთ იმ პრაქტიკას, რონელიც ჩამოაყალიბა საოკუპაციო რეჟიმმა. ვფიქრობ, რომ როდესაც მათ არ შეუძლიათ რაიმე შესთავაზონ იქ მცხოვრებ საზოგადოებას, ეკონომიკური და სოციალური განვითარების კუთხით, ეს მათი რეჟიმის გამოხატულებაა. ისინი ადამიანების გატაცებით შეახსენებენ თავს ყველას. ეს სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა და გამოწვევაა ჩვენი პარტნიორებისთვისაც, ვინაიდან საქართველო დღეს დგას დიდი აგრესორი სახელმწიფოს წინაშე, იმ ქვეყნის წინაშე, რონელსაც უკანონოდ აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიები. ძალიან მალე დასრულდება ეს “, განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.