თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ შესაბამისი სამსახურები ყველაფერს გააკეთებენ, რათა საოკუპაციო ხაზთან დაკავებულები გათავისუფლდნენ.
„ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, რაც ხდება, თუმცა ყველა შესაბამისი სამსახური ჩართული იქნება და ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ადამიანები იყვნენ გათავისუფლებული. ეს სიახლე არ არის. სამწუხაროდ, ყოველთვის იყო ეს დამოკიდებულება მათი მხრიდან, რაც არის ყველანაირად უკანონო და ყველაფერს სცდება, თუმცა ჩვენი სამსახურები მაქსიმალურად იმუშავებენ“, განაცხადა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.