საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „იმედის კვირის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა, რომ ოქუაშვილი ამბობს, თითქოს ვიღაცას ფულს უხდიდა, ის ფული საკმარისზე მეტი იყო, რათა გრაფიკი ჰქონოდა და ამ გრაფიკით მისი ვალი შემცირდებოდა.
მისი განცხადებით, სერიოზული მტკიცებულებები არსებობს იმის დასადასტურებლად, რომ ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებული ჩანაწერების სერია დამონტაჟებული და დადგმულია. მისი თქმით, დღეს საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია და ეს ყველასთვის ცნობილია.
„ჯერ ითქვა, თითქოს, ხელისუფლებას ტელეკომპანია „იბერიას“ წართმევა უნდოდა. შემდეგ ითქვა, თითქოს, ოქუაშვილი ფულს იხდიდა, რათა ბიზნესი არ წაერთმიათ. შემდეგ ფულს იხდიდა იმისთვის, რომ ბიზნესი დაებრუნებინათ. სიუჟეტის ბოლო განვითარებაა, რომ ფულს იხდიდნენ იმაში, რომ მომხდარიყო გადავადება. ამ ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ოქუაშვილი ფულს იხდიდა 2016 წლის აპრილში. ამ დროს „ომეგას“ დავალიანება იყო 6-8 მლნ ლარის ფარგლებში. ის, რაშიც ქრთამის სახით იხდიდა ოქუაშვილი, იმის გრაფიკი რომ შემოეთავაზებინა სახელმწიფოსთვის, აბსოლუტურად უპრობლემოდ გააგრძელებდა კომპანია მუშაობას. სწორედ ამ პერიოდში ორი გრაფიკი დაარღვია კომპანიამ, რომელიც თავისი ოდენობით უფრო მცირე იყო, ვიდრე ის ოთხი მილიონი, რასაც ამბობენ, რომ ქრთამის სახით ვიხდიდითო. შესაბამისად, აბსურდია იმის თქმა, რომ ვინმე გადავადებაში ფულს იხდიდა. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ოქუაშვილი ჩემთვის გაუგებრად ლაპარაკობს და მიჭირს აზრის გამოტანა მისი საუბრიდან, მგონია, მას იმდენი ჭკუა აქვს, რომ არ გადაეხადა ფული გადავადებაში. ქრთამის გადახდით ეს ვალი არ მცირდებოდა. მას მაინც მოუწვდა, როგორც ახლა უწევს 52 მილიონი ლარის გადახდა. შესაბამისად, აზრს მოკლებულია მტკიცება, რომ მას ვიღაცასთან ჰქონდა გარიგება.
მარტივი მიზეზით არ ხდება იმის დაჯერება, რომ ხელისუფლებას ტელევიზიის ან ბიზნესის წართმევა უნდოდა. ჩვენი ქვეყანა პატარაა. ეს გვიქმნის პრობლემებს როგორც ეკონომიკაში, ისე უსაფრთხოების კუთხით, თუმცა ამას აქვს ერთი პლუსი – ჩვენთან არაფორმალური კომუნიკაციის არხები საკმაოდ მძლავრია და პრაქტიკულად, ყველამ ყველაფერი იცის. რაც არ უნდა ამტკიცებდნენ მედიასაშუალებები, თუ მართლა არ ხდება, ძალიან მალე ხდება ეს ამბავი ცხადი. გახსოვთ, რომ წინა ხელისუფლების დროს პრაქტიკულად, მედია დუმდა, მაგრამ მაინც ყველამ ყველაფერი იცოდა, რომ ბიზნესს ატერორებდნენ და ართმევდნენ. ახლა, მთელი მედია რომ ამბობდეს, რომ ბიზნესს ატერორებენ, ბიზნესმენებმა, საზოგადოებამ ხომ იცის, რომ ასეთი მეგობრული გარემო, ასეთი დაცული საკუთრების უფლება არასდროს ყოფილა თავისუფალი საქართველოს პირობებში. შესაბამისად, ასეთი შემთხვევაა მედიაში – ჟურნალისტებმაც ხომ იციან, რომ დღეს მათ არავინ ავიწროებს და ატერორებს, ამიტომაც ეს ვერსიები თავისთავად აღარ არის აქტუალური მათთვის“, ივანე მაჭავარიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.