ჩვენი შიდა კვლევებით, სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს საპრეზიდენტო არჩევნებს პირველივე ტურში და გრიგოლ ვაშაძე მეორე ადგილზეც კი შეიძლება ვერ გავიდეს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ამ წუთას მიმდინარე ბრიფინგზე „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელებული განცხადების საპასუხოდ. მან გვარამიას განცხადებას ფაშისტური უწოდა.
მან მოუწოდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ხელს აფარებენ ამგვარ ფაშისტურ მიდგომებს, დაგმონ გვარამიას ფაშისტური განცხადება.
„გვინდა გამოვეხმაუროთ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის და ამავე პარტიის კუთვნილი ტელევიზიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ თავის ფეისბუკ-გვერდზე განათავსა.
შეგახსენებთ ამ განცხადების შინაარსს: “ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს ან აფინანსებს ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება, უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ. ყველა ეს ადამიანი უნდა დავიმახსოვროთ და გავაძევოთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან, იქნება ეს ბიზნესი, კულტურა თუ პოლიტიკა. ქვეყნის მოღალატე და მისი მოკავშირეები საჩვენებლად უნდა დაისაჯონ!”
ეს ისტერიული განცხადება უსათუოდ უკავშირდება კანდიდატების არსებულ რეიტინგებს, რომელთა მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს არჩევნებს, ხოლო ნიკა გვარამიას და ნაციონალური მოძრაობის პარტიული კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე შეიძლება მეორე ადგილზეც ვერ გავიდეს.
ეს განცხადება არის ხელმოცარული და უნიათო ფაშისტის განცხადება, რომელიც გასული ექვსი წლის მანძილზე არაერთგზის მწარედ დამარცხდა ქართული დემოკრატიის, ქართული საზოგადოების და სიმართლის წინააღმდეგ ბრძოლაში. ნიკა გვარამიას შეიძლება მართლაც აქვს იმის იმედი, რომ მის განცხადებებს რაიმე გავლენა ექნება საზოგადოების პოზიციაზე. თუმცა, საპირისპიროს ადასტურებს ხალხის და ჩვენი საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლების ფართო ჩართულობა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში.
საზოგადოება რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდა არასამთავრობო ორგანიზაციების მკვეთრ პოზიციას ნიკა გვარამიას ფაშისტურ განცხადებასთან დაკავშირებით. თუმცა, ასეთი გამოხმაურება არცერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან არ მოგვისმენია. მეტიც, ერთ-ერთმა მათგანმა, მიხეილ ბენიძემ ნიკა გვარამიას დაცვაც კი იკადრა (ანუ უკადრებელი იკადრა), რაც უკიდურესად შემაშფოთებელია.
სამოქალაქო სექტორის როლი და სამოქალაქო საზოგადოების იდეა არის უმნიშვნელოვანესი, მათ შორის, ქართულ-ამერიკული, ქართულ-ევროპული და ზოგადად ქართულ დასავლური უირთიერთობების კონტექსტში. პერსონალიები, რომლებიც ზოგიერთ ორგანიზაციას სათავეში უდგანან, სამწუხაროდ, პოლიტიკურად ანგაჟირებულობის, ან პოლიტიკური მიკუთვნებულობის გამო აზიანებენ თავად ამ იდეას.
ჩვენი შეშფოთების საგანი სწორედ ესაა, რომ ზოგიერთი პოლიტიზებული პერსონის გამო, ზიანდება თავად იდეა და არასამთავრობო სექტორის როლი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, რაც დაუშვებელია.
გვინდა ხაზგასმით განვაცხადოთ - ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე. სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შორისაც არიან.
ქართული ფაშიზმი ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს 2012 წელს და ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველოში ის მომავალში ვეღარ გაიდგამს ფესვებს.
28 ოქტომბერს ყველამ ერთად კიდევ ერთხელ უნდა გავცეთ საკადრისი პასუხი ნაციონალური მოძრაობის ისტერიულ და უნიათო ფაშიზმს და ხმა მივცეთ ჭეშმარიტად ევროპელ და ღირსეულ კანდიდატს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც „ედისონ რისერჩი“-ის ახალი კვლევის შედეგებსაც გამოეხმაურა.
შედეგებზე, რომლის მიხედვითაც, გრიგოლ ვაშაძეს - 26%, სალომე ზურაბიშვილს - 14%, ხოლო დავით ბაქრაძეს 12% აქვს, კობახიძე ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამაც" ჩაატარა შიდა კვლევა, რომლის შედეგებითაც, საპრეზიდენტო არჩვენებში სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს.
„სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს ამ არჩევნებს, რაც არავისთვის არ არის სიურპრიზი, ბუნებრივია. რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს, შეიძლება მეორე ადგილზეც ვერ გავიდეს. ეს არის შიდა კვლევები. ჩვენ არასდროს გვიკადრებია საზოგადოებისთვის ჩვენი შიდა კვლევების გარეთ გამოტანა, რაც გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ე.წ. ედისონ რისერჩის მეშვეობით", განაცხადა კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.